Digest Logo

„რაიმე არსებით გაუმჯობესებაზე, ან გაუარესებაზე საუბარი არ გახლავთ... უნდა დაველოდოთ მოთმინებით ექიმებს“ - მიხეილ სარჯველაძე პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

1773762545
მიხეილ სარჯველაძე

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ რაიმე დინამიკა - გაუმჯობესების, ან გაუარესების კუთხით არ შეინიშნება.

მისივე თქმით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ აკვირდებიან.

„20:00 საათისთვის, მდგომარეობა არის არსებითი დინამიკის გარეშე. არის გარკვეული ცვლილებები, რა თქმა უნდა, ცალკეული მიმართულებით და ცალკეული ცვლადების მიხედვით, თუმცა რაიმე არსებით გაუმჯობესებაზე, ან გაუარესებაზე საუბარი არ გახლავთ.

ექიმები მუდმივად აკვირდებიან ყველა მონაცემს, სად შეიძლება ვნახოთ შესაძლებლობა შემდეგი გაუმჯობესებისთვის, ეს შეიძლება იყოს, მაგალითად წამლის დაბალ დოზაზე გადაყვანა და ა.შ.

უნდა დაველოდოთ მოთმინებით ექიმებს, მათ დაკვირვებებს და აქედან გამომდინარე, შემდეგ შეგვეძლება გავაგრძელოთ დასკვნები. ეს არის ძალიან ცოცხალი პროცესი, ეს არის მუდმივად დაკვირვება, ფრთხილად გაზომვა და დასკვნების გაკეთება", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ 16 მარტს, ღამით გადაიყვანეს.

ექიმების ინფორმაციით, პატრიარქს კუჭიდან ძლიერი სისხლდენა ჰქონდა, რის გამოც მას შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა და მოხდა სისხლდენის შეჩერება.

ბოლოს არსებული ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მკურნალობის პროცესში თურქეთიდან ჩამოსული ექიმი ჩაერთვება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ: 

⭕„როგორც ვიცი, არის მცირედი უკეთესობა - თურქეთიდან ველოდებით რეანიმატოლოგს“ - მეუფე შიო პატრიარქზე

⭕„დე, სთხოვე უფალს, ნუ წაიყვანს, ჩვენი პატრიარქი მთელ ერს აქ გვჭირდება!“ - დედა თინათინი

⭕დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე პატრიარქის მდგომარეობაზე: „კუჭიდან სისხლდენა ინტენსიური იყო“