Digest Logo

რამაზ სვანაძე - „პორტუგალიასთან ბევრი დეტალის გათვლა გვჭირდება, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ“

1750090343
რამაზ სვანაძე

ევრო 2025-ის მესამე ტურში პორტუგალიასთან მატჩამდე, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ თამაშზე ისაუბრა.

„გუნდში შესანიშნავი განწყობაა. შემდეგ ეტაპზე გასვლის რეალური შანსი გვაქვს. საბა საზონოვის მდგომარეობას ჩვენი სამედიცინო გუნდი შეაფასებს და მოგვიანებით გვეცოდინება, შეძლებს თუ არა თამაშს. პორტუგალიასთან წარმატების მისაღწევად ყველაფერი კეთდება, დადებითი შედეგის მისაღწევად ცდას არ დავაკლებთ.

ამ ნაკრებმა ბევრი რამ დაამტკიცა და შედგა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გუნდში აღნიშნულ ასაკში. მთავარი საკუთარი ძალების რწმენაა, რასაც პირველივე დღიდან ვუნერგავთ ჩვენს მოთამაშეებს. ეს ფეხბურთელებმაც იწამეს და შედეგიც ჩანს – ძალიან ბევრი შეხვედრა მეორე ტაიმში მოვიგეთ. ჩვენს გუნდში ფსიქოლოგიური მომზადება მაღალ დონეზეა.

ცხადია, პორტუგალია მოსაგებად ითამაშებს, ბევრი დეტალის გათვლა გვჭირდება, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ. საფრანგეთთან ახლოს ვიყავით, რომ ისტორიული შედეგისთვის მიგვეღწია. ეს თამაში დეტალურად გავაანალიზეთ და შესაბამისი დასკვნები გამოვიტანეთ.

ვეცდბით, რომ დადებითი ემოცია შევინარჩუნოთ. ძალიან დიდი სამუშაოა გაწეული და იმედია, მომავალშიც გაგრძელდება, რადგან ეს ქართულ ფეხბურთს და შემდეგ თაობებს სჭირდებათ. ეს საფეხბურთო ისტორიაა, რომელიც ზედიზედ მესამე წელია იწერება“, - განაცხადა რამაზ სვანაძემ.

ევრო 2025-ის მესამე ტურში საქართველოს 21 წლამდე ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება. შეხვედრა ქალაქ ტრენჩინში 17 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 13 რამ წარმატების შესახებ რომელსაც არავინ გეტყვით - ალექსანდრე ჯეჯელავას რჩევები

⭕„იფიქრე, განიზრახე, გამოთქვი და გააკეთე სიკეთე...“ - გია მურღულიას შეგონება

⭕„განუმეორებელი გოგო ხარ...“ - სალომე ღვინიაშვილი მოგზაურობიდან ახალ კადრებს აქვეყნებს

წყარო: 1tv.ge