
თურქული სერიალის „გამოსასყიდის“ მსახიობები, მაჰასინ მერაბეტი და ჯენკ ტორუნი სტუმრად გადაცემაში „ნოესთან“ იმყოფებოდნენ. მაჰასინ მერაბეტმა ოჯახსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა:
„სერიალისთვის დედობაში მოსამზადებელი პერიოდი გავიარე. რეფლექსური რეაქციები განმივითარდა ბავშვის მიმართ. მისი დაცვა და მასზე ზრუნვა ჩვევად მექცა. გადაღებებზე ხშირად ისმოდა ჩემი ხმა. თავად ბავშვიც მეუბნებოდა, რომ დედასავით ვექცეოდი. შვილივით შემაყვარა თავი. მინდა აღვნიშნო, რომ უნიჭიერესი პატარაა და დარწმუნებული ვარ დიდი მომავალი ელის.
გამიჭირდება გითხრათ როგორი დედა ვიქნები, რადგან წლებთან ერთად ბევრი რამ იცვლება. დღევანდელი გადმოსახედიდან გეტყვით, რომ ჩემი მშობლები მისაბაძები არიან. რამდენი შვილი მინდა?! ალბათ 3 მინიმუმ. ხმაურიანი და მხიარული ოჯახები მიყვარს და იმედი მაქვს ერთ დღეს ჩემი ოჯახიც ასეთი იქნება“, - ამბობს მაჰასინ მერაბეტი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მინდა მოვიკითხო ქართველი მაყურებელი...“ - თურქული სერიალის „გამოსასყიდის“ ვარსკვლავი ჯენქ თორუნი
🎥 ზრდის თუ არა ლეიკემიის რისკს ენერგეტიკული სასმელი? - სპეციალისტების რჩევები
🎥 ტრაგიკულად დაღუპული ნიკა ფალიანი - როგორ გააცნო 29 წლის გიდმა ათასობით უცხოელს ქართული მთები?