Digest Logo

🎥 „რასაც ვუყურებ კარგი თაობა გვეზრდება, მუსიკა უყვართ სწავლა მშობლების და უფროსების პატივისცემა“ - რომა რცხილაძე

1741871628
რომა რცხილაძე

კომპოზიტორი და მომღერალი, რომა რცხილაძე სტუმრად გადაცემაში „დღის პოსტი“ იმყოფებოდა, სადაც შემოქმედებაზე ცხოვრებასა და ოჯახზე ისაუბრა:

„საერთოდ ბავშვობაში არავის არაფერი არ ახსოვს, 4-5 წლის ასაკში. იმდენად უცნაური და სასიამოვნო პერიოდი იყო, მაგას რა დამავიწყებს. ჩვენ წინ ცხოვრობდა პაპა ალექსი, რომელიც იყო მჭედელი და საბურავებს ჭედავდა. ჰყავდა ორი შეგირდი. ზაფხულში ჩავედით სოფელში, ხმამ შემიყვანა მასთან. არ დამავიწყდება აღმოვჩნდი ასეთი სცენის წინაშე - სამივეს შიშველ ტანზე ტყავის ფართუკები ეცვათ. პაპა ალექსის ეჭირა თოკი საბელველის. თავის თავს უკეთებდა ბანს და ღიღინებდა. შოკი იყო. სულ დამავიწყდა არდადეგები და ფეხბურთი. სამი-ოთხი წელი სულ ვოცნებობდი პაპა ალექსისთან ჩავსულიყავი. არავინ არ დამხვდა ერთ წელს როცა ჩავედი, ძალიან იმოქმედა ჩემზე, იქ მივხვდი, რომ მუსიკა ჩემი სამყაროა სადაც უნდა ვყოფილიყავი. საბოლოო გადაწყვეტილება კლავიატურაზე შევაჩერე.

დიდი იმედი მაქვს, რომ კარგი თაობა იქნება. რასაც ვუყურებ კარგი თაობა გვეზრდება, მუსიკა უყვართ სწავლა მშობლების და უფროსების პატივისცემა“, - ჰყვება რომა რცხილაძე.

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ეს არის სამედიცინო დაწესებულების უპირველესი ვალდებულება...“ - რომელია პაციენტის ყველაზე ხშირად დარღვეული უფლებები, სპეციალისტის განმარტება

🎥 რა როლს ასრულებენ ვიტამინები ჩვენს ჯანმრთელობაში და რომელ პრობლემებს იწვევს მათი ნაკლებობა ?! - ქეთი ასათიანის რჩევები

🎥 „ნუ ლანძღავთ ამერიკის ადმინისტრაციას, თქვენ ტრა*ებს მიხედეთ“ - ია ფარულავა დონალდ ტრამპის კრიტიკოსებს პასუხობს