Digest Logo

რატომ არ არის მართებული აღდგომის მილოცვა წინასწარ - „შუაღამის ლიტანიობამდე აღდგომის მილოცვა არ ხდება“

1714846518
დღესასწაული

ონის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ჩიკვაიძე სოციალურ ქსელში იმ ადამიანებს მიმართავს, ვინ ცეცხლის გარდამოსვლის შემდეგ აღდგომის მილოცვა დაიწყეს და უხსნის, თუ რატომ არაა მართებული შუაღამის ლიტანიობამდე მილოცვები.

როგორც ჩიკვაიძე წერს, აღდგომის ტროპარის დასრულებისა და ტაძრის კარიბჭის გახსნის შემდეგ წარმოითქმის სააღდგომო მისალოცი - ქრისტე აღდგა!

„ბევრმა დაწერა აღდგომის მილოცვის სიტყვები წმინდა ცეცხლთან დაკავშირებით, რაც უმართებულოა.
ქრისტე აღდგომილ არს მარად (და ამ გაგებით, ოქტომბერშიც შეგვიძლია ვთქვათ "ქრისტე აღდგა"), მაგრამ შუაღამის ლიტანიობამდე აღდგომის მილოცვა არ ხდება.

მეტიც, თუ სხვა დღესასწაულების აღნიშვნა შესაბამისი ლოცვებით წინა საღამოდან იწყება, აღდგომის შემთხვევაში თვით შუაღამიანზეც კი (ანუ ლიტანიობამდე 1 სთ ადრე) საკითხავ-საგალობლები დიდი შაბათისაა.
აღდგომის დღესასწაული იწყება საკურთხეველში სამგზის გალობით ("აღდგომასა შენსა, ქრისტე მაცხოვარ..."), რასაც მოჰყვება ლიტანია და შესვლის ლოცვები (ეფუძნება დავით მეფის 67-ე ფსალმუნის პირველ სიტყვებს - "აღდეგინ ღმერთი და განებნინედ ყოველნი მტერნი მისნი"...). სწორედ ამ ლოცვას ჩაერთვის აღდგომის ტროპარი ("ქრისტე აღდგა მკვდრეთით...") და მისი დასრულებისა და ტაძრის კარიბჭის გახსნის შემდეგ ტრადიციულად წარმოითქმის სააღდგომო მისალოცი - ქრისტე აღდგა!

დიდ შაბათს აღდგომის მილოცვა იერუსალიმის წმინდა ცეცხლის გამო ნიშნავს, რომ ქრისტე აღდგა მეორე დღეს და არა მესამე დღეს, რაც ეწინააღმდეგება წმინდა წერილს და მრწამსს.
ასე რომ, დაველოდოთ შუაღამეს", - წერს დავით ჩიკვაიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ:

ნინო ჩხეიძის შვილს დაბადების დღე აქვს - როგორ ულოცავს მომღერალი ქალიშვილს

„სიყვარულზე ძლიერი იარაღი არ არსებობს და ვერანაირი დამცირება და სიძულვილი მას ვერ დაამარცხებს!“ - „მასტერი“

რატომ აცხობენ აღდგომას პასკას და არის თუ რა ის ნახსენები ბიბლიაში?