ზაფხულში კოღოების და მათ მიერ ნაკბენების რაოდენობა აქტიურად იზრდება, რაც იწვევს შემაწუხებელ ქავილს და დისკომფორტს.
მათგან თავის დასაცავად ძირითადი საშუალებებია რეპელენტები, დამცავი ბადეები და სპეციალური მცენარეები, თუმცა საინტერესოა, რატომ არ კბენს კოღო ზოგიერთ ადამიანს.
ამ შეკითხვაზე პასუხი ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ერთ-ერთ გადაცემაში გასცა:
„თითოეულ ჩვენგანს სხვადასხვა ხარისხის მეტაბოლიზმი გვაქვს, ჩვენს ოფლში და კანში გამოიყოფა სხვადასხვა ნივთიერებები, ამით განსხვავდება ადამიანები. ჩვენს კანს სხვადასხვა სუნი აქვს, აი, ამ მეტაბოლიტების შემადგენლობა ზოგიერთისთვის მიმზიდველია, ზოგიერთისთვის პირიქით, მაფრთხობელა.
სწორედ ამაზეა დამოკიდებული. ადამიანი, რომელსაც ეტანება მკბენარები და ზოგიერთს არა, ამიტომ ზოგიერთს გაუმართლა, ზოგიერთს არა“, - ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 29 ივლისი: სავსემთვარეობა მერწყულის ნიშანში - „თვითგამოხატვა ეჯახება საზოგადოებრივ ინტერესებს...“
⭕„იგრძენი, რა სივრცეა საქართველო, უამისოდ ვერ შეიცნობ ვინ არის ქართველი“ - რას წერს გია მურღულია