Digest Logo

🎥 რატომ არ უნდა ავდგეთ სუფრიდან მაძღარი და რა იცავს იაპონელ ქალებს ადრეული მენოპაუზისგან? - არუნ ხათრი ჯანსაღი რაციონის პრინციპებზე

1790146283
არუნ ხათრი

მოხუცებულობა ავადმყოფობას არ ნიშნავს, ხოლო სწორი კვება ახალგაზრდობისა და სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნების მთავარი გასაღებია - ამ პრინციპებზე დაყრდნობით ინდური აიურვედას სპეციალისტი არუნ ხათრი, „გვანცა დარასელიას პოდკასტში“ დაბერების საწინააღმდეგო ოქროს წესებს უზიარებს საზოგადოებას.

მისი განმარტებით, გავრცელებული შეხედულების საპირისპიროდ, ბრინჯის ჭარბი მოხმარება დიაბეტის მაღალ რისკთან არის დაკავშირებული, რის გამოც აიურვედული წესის მიხედვით სუფრიდან ოდნავ მშიერი უნდა ავდგეთ:

პრინციპები, როგორ არ დავბერდეთ:

არუნ ხათრი: მოხუცი ადამიანი არ ნიშნავს იმას, რომ ავად უნდა იყო.

ბრინჯი არ არის იმდენად სასარგებლო პროდუქტი, რამდენადაც ჩვენ გვგონია. ბოლო კვლევების მიხედვით, იმ ქვეყნებში, სადაც მთავარი საკვების წყარო ბრინჯია, დიაბეტის მაღალი რისკია. ინდოელები ვეგეტარიანელები არიან, თუმცა პარკოსნებს ძალიან ხშირად მიირთმევენ. იაპონელები მიირთმევენ ყოველდღე ბრინჯს, მაგრამ დოზა არის ცოტა. აიურვედა ამბობს იმას, რომ იმდენი უნდა ჭამო, რომ მაგიდიდან მშიერი ადგე. შემდეგ გაიგებ, რომ კი არ გშიოდა, არამედ მიდიოდი მეტი ჭამისკენ. ეს არის პირველი პრინციპი.

მეორე პრინციპი: აუცილებელია რაციონში გვქონდეს თევზი. ზღვის პროდუქტები. ქალების ჯანმრთელობისთვის უმთავრესია, რადგან ჩიყვის რისკს ამცირებს. ასევე იაპონიაში მენოპაუზის შემთხვევები ადრეულ ასაკში ნაკლებად არის. თევზი და წყალმცენარეები ამას ხელს უწყობს. ის შეიცავს იოდს, ამიტომ ნაკლები შემთხვევებია მკერდის კიბოსიც. თევზი ასევე განაყრებთ მალე. 

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „დავაკვირდეთ საკუთარ ცხოვრებას...“ - 23 სექტემბერი, შემოდგომის ბუნიობა: ანა ჯალაღონიას ასტროლოგიური პროგნოზი

⭕ „მზე სასწორში: შემოდგომის ბუნიობა, ჰარმონიის ძიება და ურთიერთობების ხელოვნება“ - რამაზ გიგაურის ასტროლოგიური პროგნოზი

⭕ მათი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება: ზოდიაქოს 5 ნიშანს 2026 წლის 25 ოქტომბრამდე რომანტიკული ურთიერთობები, ფინანსური წარმატება და ახალი შესაძლებლობები ელოდება