
კვების პერსონალური კონსულტანტის ქეთი კანდელაკი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს.
იგი 2 მთავარ მიზეზს ასახელებს, რის გამოც დილით, უზმოზე ყავა არ უნდა მივირთვათ:
„გაგიზიარებთ 2 მთავარ მიზეზს, რის გამოც დილით, უზმოზე ყავა არ უნდა დალიოთ.
პირველი - რაც შეიძლება ყველაზე უმნიშვნელო მოხდეს, არის გულძმარვა, რაც დროთა განმავლობაში გადადის სერიოზულ პრობლემაში. როდესაც მშრალ კუჭში ხვდება ყავა იგი აღიზიანებს და პროვოცირებს კუჭის წვენის დიდი რაოდენობით გამოყოფას, რაც აზიანებს კუჭის კედლებს.
მეორე - ყველაზე გასათვალისწინებელი არის, რომ 8-იდან 9 საათამდე გამომუშავდება სტრესის ჰორმონი, კორტიზოლი. ამიტომ კოფეინი მაღლა წევს ამ სტრესის ჰორმონს და იწვევს შფოთვას, სტრესს, ბრაზს, ამიტომ, თუ გინდათ გქონდეთ მშვიდი და ბედნიერი დღე აუცილებლად ისაუზმეთ და შემდეგ მიირთვით ყავა“, - ამბობს ქეთი კანდელაკი.
ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე
ასევე დაგაინტერესებთ: