Digest Logo

🎥 რატომ სჯობს კაცი ქალს სამზარეულოში? - ცნობილი შეფ-მზარეულის სკანდალური განცხადება: „ ქალი, სამწუხაროდ, პარადოქსში მოხვდა“

1777968154
გურამ ბაღდოშვილი

ცნობილი ქართველი მზარეული, შეფი გურამ ბაღდოშვილი იუმორისტული პოდკასტის „სარკასტიკა“ სტუმარი იყო, სადაც კულინარიაზე ისაუბრა.

მისი თქმით, მზარეულების უმეტესი ნაწილი კაცია და ამას თავისი მიზეზები აქვს. შეფი ამბობს, რომ ქალისთვის სამზარეულო ვალდებულებაა, კაცისთვის კი ჰობი და განტვირთვის საშუალება. 

გარდა ამისა, გურამ ბაღდოშვილი მიიჩნევს, რომ კულინარიისთვის კაცის ხელი უფრო დოვლათიანია:

„ქალბატონისთვის სამზარეულო ვალდებულებაა, კაცისთვის ჰობი, განტვირთვა. 

მამაკაცის ხელი უფრო დოვლათიანია კერძის მიმართ, არ ზოგავს ინგრედიენტს, უფრო გახსნილია ექსპერიმენტისთვის, შექმნისთვის. ქალი, სამწუხაროდ, პარადოქსში მოხვდა, რომ მისი ვალდებულება იყო ბოსტანში ემუშავა, ძროხა მოეწველა, საჭმელი გაეკეთებინა, რა თქმა უნდა ეს კაცის ბრალია.

შუახანებში მოხდა ისე, რომ ვინაიდან კაცები უფრო გამძლეები იყვნენ და ხვავიანი ხელი ჰქონდათ, დადგნენ სამზარეულოში. 

მე სამზარეულოში იმიტომ დავდექი, რადგან მთელი ჩემი ბავშვობა სუფრა აშალე-დაშალე იყო ჩემი სახლი“, - ამბობს გურამ ბაღდოშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ასაკი თავისას შვება, ადრე უფრო მეტი მქონდა...“ - რამდენი რესტორანი აქვს გურამ ბაღდოშვილს პორტუგალიაში?

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელთა ცხოვრებაც მაისში პლანეტა მერკურის გავლენით მნიშვნელოვნად შეიცვლება

„შეიძლება სხვების პრობლემებით დაგტვირთონ: ზარები, ჩივილები, „მომისმინე” - თაკო მელიქიშვილი დღის ენერგიებზე