მწერალი გურამ დოჩანაშვილი 82 წლის ასაკში სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
გურამ დოჩანაშვილს, ოჯახის გადაწყვეტილებით, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს თბილისის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, გურამ დოჩანაშვილის ოჯახს შესთავაზეს, მწერალი მთაწმინდის პანთეონში დაეკრძალათ, თუმცა ოჯახმა, მწერლის ანდერძის თანახმად, მისი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც თბილისის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვა მწერლის ოჯახს პრემიერ-მინისტრის აპარატმაც შესთავაზა.
შეგახსენებთ, რომ დოჩანაშვილს დღეს დაკრძალავენ. დაკრძალვამდე კი სამების ტაძარში დოჩანაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ: