
15 თებერვალს ყველასთვის საყვარელი მსახიობი ხათუნა კოტრიკაძე 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი პირადი ცხოვრების შესახებ ბევრი არაფერი არის არის ცნობილი, რადგან იგი დაოჯახების შემდეგ ეკრანებიდან გაქრა.
მეცო-სოპრანო თამარ ივერი სოციალურ ქსელში მსახიობ ხათუნა კოტრიკაძის დედის მიერ გაკეთებულ კომენტარს ეხმაურება, სადაც დედამისი ჰყვება, რომ მის ქალიშვილს მეუღლე კამერებთან გამოჩენას უშლიდა და ამბობდა რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მოკლავდა.
თამარ ივერის თქმით, ხათუნა კოტრიკაძე მისი მოძალადე ქმრის, დავით გოგიას მსხვერპლი იყო.
მომღერალი ამბობს, რომ დავით გოგიას პლაკატები სპორტული დარბაზებიდან უნდა ჩამოიხსნას და საზოგადოებამ ზურგი უნდა შეაქციოს, რადგან საკუთარ ცოლს ჯოჯოხეთური ცხოვრება მოუწყო.
„მაინტერესებს, ათწლეულებია გვესმის და რატომ ვერიდებით აღიარებას რომ ეს საოცარი გოგო, ხათუნა კოტრიკაძე მისი მოძალადე, მანიაკი ქმრის მსხვერპლი იყო? საზოგადოება ამაზე დუმს და სიმართლეს თვალს არ უსწორებს!
ეს დავით გოგია (სრულებით არ მაინტერესებს მისი არც დიდი მეკარეობა და არაფერი. ჩემთვის ის ერთი არარაობაა! ჯერ ადამიანი უნდა იყო) როგორც სტატიებიდან და ხათუნას ცხოვრებიდან ვხვდებით, ის არის ერთი სულიერად ავადმყოფი, შინაგანად გაბოროტებული, ლუზერი პიროვნება! ეჭვიანი, ცოლზე მოძალადე და მისი მორალური მკვლელი!! დიახ ცოლის მორალური მკვლელი! ასეთებს საზოგადოებამ მისი ადგილი უნდა მიუჩინოს და მისი სახელი დაარქვას და არა მის მატჩებს ეთაყვანოს!
შემირცხვენია მისი კარიერაც და თამაშიც!
ანგელოზივით ცოლს ჟანგბადი გადაუკეტა, დღის სინათლე მოუსპო, ყველას ჩამოაშორა და მხოლოდ ფერმაში ძროხებთან მიუჩინა ადგილი და თან მთელი ცხოვრება აიძულებდა რომ ასეთი ფერმერული ცხოვრების სტილი მისივე სურვილად გაესაღებინა, რომ თავად მას სურდა ასეთი ყოფა! კლასიკური მაზოხისტის სტილი!
საბრალო ქალბატონის პანაშვიდები და დაკრძალვაც კი არ იყო საჯაროდ გამოცხადებული რომ მისთვის პატივი მიგვეგო უკანასკნელ გზაზე! ძროხების წველის გარდა რამდენ რამეს გააკეთებდა ეს უნიჭიერესი ქალბატონი ნებისმიერ სფეროში?
პრაქტიკულად გაწირა ქალი მთელი ცხოვრება „იატაქვეშა“ ცხოვრებისთვის(ღმერთო მაპატიე, უნებურად, ის ავსტრიელი მანიაკი მახსენდება, წლები სარდაფში რომ ჰყავდა შვილი დამწყვდეული) ასე რომ, ეს ადამიანი, რომელმაც ასე დააჭკნო, მიჩქმალა, კარიერული გზა გადაუკეტა და გააუბედურა ეს ულამაზესი გოგო არის ყოვლად შეუმდგარი მანიაკი, მოძალადე და მისი სურათები, სახელი და ა.შ ყველაფერი…სპორტული დარბაზებიდან და აფიშებიდან უნდა ჩამოხსნას და საზოგადოებამ ზურგის შექცევით უნდა აგრძნობინოს ის დანაშაული, რაც მან ჩაიდინა ამ ვარსკვლავივით გოგოს და უნიჭიერესი ადამიანის წინაშე!
ფეხბურთის ლეგენდა არა კიდევ „კვახი“!
ჯერ ოჯახში იყავი კაცი ცოლის მიმართ და მერე აგორავე ბურთი!
(ბოდიშს ვიხდი ასეთი მძაფრი ემოციებისთვის, მაგრამ სხვაგვარად ვერ შევძლებდი ამ ქალბატონის თავს დატრიალებული უსამართლობის აღწერას)“, - წერს თამარ ივერი სოციალურ ქსელში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„მე და ჩემი პატარა კაცი ხარება“ - ლევან გორგაძე შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს
⭕ცნობილია, რა თანხა გამოიმუშავეს ილია თოფურიამ და მერაბ დვალიშვილმა გამარჯვებების შემდეგ