Digest Logo

🎥 „რაც გამოარჩევს ამ ნაკრებს, ჩვენი თაობის ნაკრებისგან - არის გუნდურობა, ჩვენ ვიყავით კარგი ფეხბურთელები, მაგრამ არ ვიყავით გუნდი“ - ზურა ხიზანიშვილი

1721205119
 ზურა ხიზანიშვილი

ზურა ხიზანიშვილი რამდენიმე წელია, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტია. მის საფეხბურთო მენეჯმენტში მოხვედრა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წარმატებას დაემთხვა.

იგი youtube-ის არხზე გადაცემა „ლაი-ლაის სტუმარი იყო.

ზურა ხიზანიშვილმა გადაცემაში ნაკრების შესახებ ისაუბრა და გაიხსენა ის პერიოდი, როცა საქართველოს ნაკრების გუნდის წევრობა რთული იყო.

„საქართველოს ნაკრების გუნდის წევრობა მაშინ ძალიან რთული იყო, ქვეყანაც არაფრისთვის იყო მზად და გამორიცხულია, როცა ქვეყანა არაფრისთვის არ არის მზად მან რამე მოგცეს. იყო პატარა, პატარა გამონათებები, მაგრამ ეს არ იყო ხანგრძლივი პროცესი. 

ქვეყანა წინ წავიდა, და შედარებაც არ არის ისე განვითარდა სპორტი. 

თუ რამე გამაჩნია ხალხის სიყვარული, სახლი, კარი, ყველაფერი დაკავშირებული არის ეროვნულ ნაკრებთან.

დღეს, რაც გამოარჩევს ამ ნაკრებს, ჩვენი თაობის ნაკრებისგან ეს არის გუნდურობა, ჩვენ ვიყავით კარგი ფეხბურთელები, მაგრამ არ ვიყავით გუნდი“, - ამბობს ზურა ხიზანიშვილი.

მან გადაცემაში ასევე, საქართველო-პორტუგალიის თამაშზე ისაუბრა.

„გულახდილად გეტყვით, რომ მინდოდა რომ რონალდოს ეთამაშა, რადგან ვიცოდით რომ გუნდურობა ისეთი არ იქნებოდა, როგორიც იყო. რომ თქვეს რონალდო თამაშობსო, ძალიან გამიხარდა.

კვარაცხელიამ ვარჯიშზე (გახურებაზე) მითხრა, აუცილებლად გოლს გავიტანო და მე ხუმრობით ვუთხარი მაშინ კი გეკუთვნის რონალდუს მაისური-მეთქი და ისე მოხდა, რომ გოლიც გაიტანა და მაისურიც მისცა“, - ამბობს ხიზანიშვილი. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „იტალიაში ვარ, ისე ცხელა იწვის აქაურობა, დედაჩემმა დამაბარა, რომ არ გავცივდე, ვუჯერებ...“ - რა ვიდეოს აქვეყნებს გია ჯაჯანიძე

🎥 კანის დაავადებები, რომლებიც ბავშვებს ზაფხულში აწუხებს - „ხშირ შემთხვევაში ტარდება არასწორი მკურნალობა“

🎥 ხატია ბუნიათიშვილის გრანდიოზული კონცერტი პარიზში და მდიდრული კაბა - რა ფოტოებს აქვეყნებს პიანისტი?