Digest Logo

„რძალი დაბალ ღობედ განიხილება - სამი თაობა ერთ ოჯახში არ უნდა ცხოვრობდეს“- რას წერს ნინო ბაისონაშვილი

1709723239
რძალი დაბალ ღობედ განიხილება

ორგანიზაცია „ფემინას“ აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ბაისონაშვილი, სოციალურ ქსელში ქალების უფლებების, საქართველოში ქალების ზოგადი მდგომარეობის შესახებ ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„დედამთილმა ასე მითხრა, მამამთილმა ასე მითხრა, ამან ასე მითხრა, იმან ისე მითხრა - ამ ყველაფერს ჰქვია მოკლე,კონკრეტული და გასაგები სახელი : მორღვეული პიროვნული და ტერიტორიული საზღვრები.

იწყება დედიკო, მამიკოს ძახილით და მთავრდება ასე.

წესი პირველი: მხოლოდ ერთი დედ-მამა გვყავს,

წესი მეორე: იდეაშივე უარს ვამბობთ გვაროვნულ, თემურ წყობილებაზე. სამი თაობის ერთად ცხოვრება არ შეიძლება და ეს არანაირი ეკონომიკური ფონით არ აიხსნება, არც მართლდება.

სხვანაირ შემთხვევაში, აგერ კია ანონიმურად დასაცლელი სივრცეები, მეგობრებო,სადაც ისეთ უკუკავშირს იღებ, უარესი თუ დაგემართება.

ქალის მდგომარეობა საქართველოში ისედაც მძიმეა, ხოლო ის რომ რძალი დაბალ ღობედ განიხილება, არის მასკულინური და პატრიარქალური დომინაციის ძალიან ჩვეულებრივი მახასიათებელი.

დედამთილი ოდესღაც ამ ჩაგვრაგვრაგამოვლილი ქალი, წლების განმავლობაში მოპოვებულ მცირე ძალაუფლებასაც ოჯახში იყენებს მეორე ქალის წინააღმდეგ, რომელსაც საერთოდ არ გააჩნია ის, მით უმეტეს, თუ ფინანსურად ისევ მოწყვლადია.

ოჯახი სინამდვილეში არის სახელმწიფო ს მინი-მოდელი. სახელმწიფოც ზუსტად ამ პრინციპით იმართება.

ის ნაივური გაოცება, რომ უი ქალები ქალებს უფრო ჩაგრავენ, არის სატყუარა. ჯერ ერთი უფრო არ ჩაგრავენ და ვინც ჩაგრავენ , ხელმძღვანელობენ მასკულინური დომინაციის პრინციპებით. ამას ძალაუფლებათა ურთიერთმიმირთება ჰქვია.

ახალგაზრდა ქალები კი უკეთ დაიცავენ თავს ზემოხსენებულ საზღვრებს თუ დაიცავენ, ტერიტორიას თუ მონიშნავენ, ჩემი აზრით, ვიდრე კულტურასთან კონფორმირებით, რომელიც ჩანასახშივე მანკიერია“,- წერს ნინო ბაისონაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕🎥 10 მარტს ფილარმონიაში ნოდიკო ტატიშვილის სოლო კონცერტი გაიმართება

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 10 მარტის ახალი მთვარე ფინანსური თვალსაზრისით მნიშვნელოვან ცვლილებებსა და სიახლეებს მოუტანს

„მეგობრის „ექაუნთში“ უპაროლოდ, დაბრკოლების გარეშე შევედი... სერიოზული ხარვეზი გაიპარა, რამდენად მასშტაბურია, ჯერ არ ვიცით“ - რას წერს მინდია გაბაძე