გია ნიკოლაძე ცნობილი ქართველი მომღერალი, მუსიკოსი და კომპოზიტორია, რომელიც ფართო საზოგადოებამ განსაკუთრებით გაიცნო მუსიკალური პროექტით „ნიკოლშოუ“. იგი გამოირჩევა თავისი ინდივიდუალური, ექსცენტრული სტილითა და მსმენელთან უშუალო კომუნიკაციით.
იგი მეუღლესთან ფატუნა გიორგაძესთან ერთად გადაცემის „დღის პოსტი“ სტუმარი იყო, სადაც სოლო კონცერტზე ისაუბრა.
გარდა ამისა, წყვილმა გაცნობის ისტორიაც გაიხსენა:
„ფატუნას დამსახურებაა მე როგორც გამოვიყურები.
კონცერტისთვის ვემზადებით, 25 წელია და ეს პირველი სოლო კონცერტი იქნება“, - ამბობს გია ნიკოლაძე.
„გიაში ვხედავ უნივერსს, ადამიანი არის სიკეთის განსახიერება, არის ღვთისნიერი და პატრიოტი, ეს უკვე ჩემთვის ბევრს ნიშნავს.
როდესაც გიორგი გავიცანი, 19 წლის ვიყავი. ვიყავით სტუმრად და იქ იძახდნენ, ერთი ტიპია ჩვენი სტუმარი და ცოტა უბერავსო, გია ნიკოლაძეა, რომელმაც მოიგონა ზეთის რეკლამა, დედამიწა არის, რომელიც ჭრიალებს და ზეთის ჩასხმის შედეგად სრიალს იწყებს. მაჩვენეთ ვინ არის მეთქი და ეს არის გიორგი, რომელმაც 5 000 ლექსი შექმნა“, - ამბობს ფატუნა გიორგაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მშვენიერი და ნიჭიერი გოგო“ - ნინი შერმადინის საშემოდგომო ლუქი