თბილისში გასულ კვირას ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაასრულა 73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილმა.
მან ფინალში აზერბაიჯანის წარმომადგენელი ჰიდაიათ ჰეიდაროვი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა.
ლაშა შავდათუაშვილმა კარიერაზე „პალიტრანიუსთან“ ისაუბრა და გამარჯვების ემოციები გაგვიზიარა:
„ბედნიერი ვარ, რომ ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი ჩვენ ქვეყანაში. ვიბრძოდი გულშემატკივართან ერთად, ეს დიდი პატივია ჩემთვის. სპორტსმენის გამარჯვებაში არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, როცა არის გულშემატკივარი შენ გვერდით. გრძნობ დიდ ენერგიას, რომ იბრძოლო და არ დანებდე. ეს ძალიან კარგად გამომივიდა. მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი იყო ევროპიდან, საოცარი შეხვედრა გამოვიდა.
სპორტსმენის ცხოვრებაში არის კრიტიკაც და მარცხიც, ეს ყველაფერი გააზრებული უნდა გქონდეს. ოლიმპიურ თამაშებზე რომ დავმარცხდი, ამან ძალიან იმოქმედა ჩემზე და ვფიქრობდი სპორტისთვის თავი დამენებებინა. ჩემმა სპონსორებმა ჩათვალეს, რომ ჩემი სპორტი მორჩა და ყველა კონტრაქტი დასრულდა. მინდოდა ამეღო მეოთხე მედალი, მაგრამ ვერ მოვახერხე, ამით ცხოვრება არ რჩება და არც იწყება. ჩემთვის არავის დაუძალებია, ჩემ არჩევანს პატივს ვცემ. უკან რომ მოიხედავ სანანებელი არ უნდა დაგრჩეს და არ უნდა იფიქრო შეცდომა ჰო არ დაუშვი“, - აღნიშნა ლაშა შავდათუაშვილმა.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „შვილობაც ისეთივე დიდი პასუხისმგებლობაა როგორიც დედობა...“ - რას წერს გივიკო დიდია