Digest Logo

როდის შემოვა საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, რა ეღირება ვაქცინაცია და ვისთვის იქნება უფასო? - ივანე ჩხაიძის კომენტარი

1726739056
ივანე ჩხაიძე

„საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ოქტომბრის პირველ ნახევარში შემოვა და ოქტომბრის ბოლოდან, შესაძლებელი იქნება ვაქცინაციის პროცესის დაწყება“, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ დღეს, 19 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში საუკეთესო, ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შემოვა და მისი ფასი დაახლოებით 50 ლარი იქნება. რისკჯგუფებს კი ვაქცინაციის პროცესი უსასყიდლოდ ჩაუტარდებათ.

„ის სტატისტიკა, რასაც გვაძლევს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, წლების განმავლობაში უცვლელია და გრიპის შემთხვევების პიკი აღინიშნება დეკემბერ-იანვრის პერიოდში. აქედან გამომდინარე, ვაქცინის ჩატარებისთვის იდეალური პერიოდი არის ოქტომბრის მეორე ნახევარი და ნოემბრის დასაწყისი. მოლოდინი გვაქვს, რომ ნოემბერში გამოჩნდება გრიპის ვირუსი.

წელსაც, ალბათ, ოქტომბრის პირველ ნახევარში ვაქცინა იქნება შემოსული და მეორე ნახევრიდან შეგვეძლება ვაქცინაციის პროცესის დაწყება. შარშან, ჯანმოს რეკომენდაცია იყო სამკომპონენტიანი ვაქცინა, ჩვენ შემოვიტანეთ საუკეთესო, ოთხკომპონენტიანი ვაქცინა. ეს რა თქმა უნდა, უფრო მეტ დაცვას უზრუნველყოფს. მოსახლეობას ექნება საუკეთესო გადაფარვის, ოთხკომპონენტიანი ვაქცინა“, - ამბობს ის.

როგორც ივანე ჩხაიძე აღნიშნავს, რისკჯგუფებში მოიაზრება 65 წელს გადაცილებული მოსახლეობა, 2 წლამდე ბავშვები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები და აგრეთვე სამედიცინო მუშაკები, რომლებსაც ყოველდღიურად პაციენტებთან აქვთ კონტაქტი.

„6 თვის ასაკიდან 5 წლამდე ასაკი არის ის, როდესაც ჩვენ მშობლებს ვურჩევთ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას ბავშვებში. ყველა დანარჩენი უკვე ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა სოციალურ ფენებს ეკუთვნის, მათ შორის, რეკომენდებულია სამედიცინო მუშაკებსა და ორსულებში.

საქართველოში რისკჯგუფებისთვის ყოველწლიურად საკმაო რაოდენობის უფასო ვაქცინა შემოდის. ასე იქნება წელსაც, შესაბამისად, ჩვენი მოსახლეობის გარკვეული რისკის ფენები უზრუნველყოფილი იქნებიან ამ უფასო ვაქცინებით.

ვაქცინის ფასი, სავარაუდოდ 50 ლარის ფარგლებში იქნება, შეიძლება ცოტათი მეტი, ცოტათი ნაკლები. წელს, რახან ჯერ არ შემოსულა, მიჭირს ამის თქმა“, - ამბობს ივანე ჩხაიძე.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ „დედამ ჩამაბარა და მითხრა – ჩემს თბილ გოგოს თქვენ გაბარებთ, ვიცი არავის დააჩაგვრინებთ, უცებ გახდა მთელი კოლექტივის ლიდერი… ყველა ტკივილზე თუ სიხარულზე მე მირეკავდა, დედიკოს მეძახდა“ – კესარია აბრამიძის მეგობარი

⭕„ორი წელი ტოქსიკურ ურთიერთობაში ვიყავი, ბოლოს რომ მომვარდა მეზობელმა გადამარჩინა“ - რას წერდა კესარია აბრამიძე აპრილში?

⭕„ხელის თხოვნას აპირებდა“ - რას ამბობენ კესარია აბრამიძის მეზობლები?