Digest Logo

🎥 როგორ გაიცნეს ერთმანეთი არჩილ და მაყვალა ჩიხლაძეებმა და როგორ შეიქმნა მათი დუეტი

1771357664
ჩიხლაძეები

მაყვალა და არჩილ ჩიხლაძეები - ცნობილი დუეტი საბჭოთა და ქართულ ესტრადაზე, დუეტი შედგებოდა არჩილ ჩიხლაძისა და მაყვალა ბოტკოველის მონაწილეობით.

შეიქმნა 1964 წელს არჩილ ჩიხლაძის ხელმძღვანელობით. რამდენიმე წლის შემდეგ არჩილი და მაყვალა დაოჯახდნენ და მათ დუეტს „ჩიხლაძეები“ ეწოდა. ისინი იყვნენ პირველი შემსრულებლები ისეთი ცნობილი სიმღერების, როგორებიცაა: „კართან მოდგა შემოდგომა“, „სიჭაბუკე“, „წლები გარბიან“, „ვინც ამ გოგოს გააცინებს“, „ოსური სატრფიალო“ და სხვა. 

როგორ გაიცნეს ერთმანეთი არჩილ და მაყვალა ჩიხლაძეებმა და როგორ შეიქმნა მათი დუეტი - აღნიშნულზე მომღერალმა გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ ისაუბრა:

„ფილარმონიაში დამინახა მსახიობმა, მოვიდა და ჩემს მეგობარს ჰკითხა, ეს გოგონა მღერის ან ცეკვავსო? კიო, უთხრა, ორივე იცისო. ჩვენ გვჭირდება მოლაპარაკე ქალი ჯგუფშიო და მოვიდესო. მივედი, წამაკითხეს რაღაცები, მოეწონა თენგიზ ჩანტლაძეს და მომცეს სახასიათო როლები. 

ვიყავი უკვე ფილარმონიის თანამშრომელი და იქ დავინახე არჩილ ჩიხლაძე. გამაცნეს, იმანაც გაიგო, რომ სიმღერა მიყვარდა და მოდი, ერთად გავაკეთოთ სიმღერებიო. გავაკეთეთ, მოუხდა ჩვენი ხმები ერთმანეთს და ჩაგვრთეს გასტროლებში, წავედით რუსეთში. 

იქ მოხდა ჩვენი შეუღლება, გასტროლებზე“, - ამბობს მაყვალა ჩიხლაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „გამოდიოდა სახლიდან, იკარგებოდა და პატრული გვირეკავდა, მოდით, წაიყვანეთო“ - რატომ აკრიტიკებდნენ არჩილ ჩიხლაძის მძიმე მდგომარეობის გამო მანანა ჩიხლაძეს

5 საკვები, რომლებიც მდიდარია ვიტამინებით და სასარგებლოა გამომშრალი კანისთვის

„არახელსაყრელია მკურნალობის, სწავლის, მშენებლობის დაწყება“ - 18 თებერვლის პროგნოზი ფენ-შუის მიხედვით