
300-ლარიანი დახმარების აღების მოთხოვნით უკვე 6084 განაცხადი გაკეთდა.
დახმარების მისაღებად რიგირ პროცედურების გავლაა საჭირო. გთავაზობთ პასუხებს ხშირად დასმულ შეკითხვებზე:
ვინ და რა ფორმით წარადგენს განცხადებას/ინფორმაციას დაქირავებით დასაქმებულთათვის ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის გაცემის მიზნით?
დაქირავებით დასაქმებულთათვის ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაციის გაცემის მიზნით:
დამქირავებელი, რომელსაც „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის №699 დადგენილებით 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება, 2020 წლის 3 დეკემბრიდან 2020 წლის 24 დეკემბრამდე შემოსავლების სამსახურს წარუდგენს ინფორმაციას განცხადების „დამქირავებლის/ობიექტის მფლობელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებსაც აქვთ კომპენსაციის მიღების უფლება (COVID-19)“ ფორმით დაქირავებულთა შესახებ, რომლებიც ამ დამქირავებლის სასარგებლოდ დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით და რომლებზეც 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2020 წლის 24 დეკემბრამდე პერიოდში ამავე დამქირაველისგან არ გაცემულა ხელფასი (მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის/შეჩერების გამო).
შენიშვნა: დამქირავებელი უფლებამოსილია ზემოთაღნიშნულ ვადაში განაცხადის წარუდგენლობის ან/და არასწორად წარდგენის შემთხვევაში, დააზუსტოს/წარადგინოს განაცხადი არაუგვიანეს 2020 წლის 28 დეკემბრისა;
დამატებით გაცნობებთ, რომ მეწარმე ფიზიკური პირს (გარდა ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირისა), რომელსაც „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის №699 დადგენილებით 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება და ყავს 2020 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით დაქირავებული ფიზიკური პირი და ამ დასაქმებულზე 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2020 წლის 24 დეკემბრამდე პერიოდში არ გაუცია ხელფასი (მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის/შეჩერების გამო), დაქირავებით დასაქმებულთათვის ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის გაცემის მიზნით განცხადების დასარეგისტრირებლად მიმართავენ შემოსავლების სამსახურის სერვის-ცენტრებს.
როგორ და სად უნდა დარეგისტრირდეთ ერთჯერადი დახმარების მისაღებად?
პირველადი განცხადების წარდგენა განხორციელდება 3 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება, 28 დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.
სარეგისტრაციო განცხადება უნდა აიტვირთოს გადასახადის გადამხდელის, დამქირავებლისა და ობიექტის მფლობელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან https://eservices.rs.ge.
შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები თავად წარმოადგენენ ელექტრონულ განაცხადს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან, (იხილეთ შესაბამისი დანართი 1) ხოლო დასაქმებულებზე და არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულ სუბიექტებზე, ინფორმაციას, ასევე, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან წარმოადგენენ დამსაქმებლები ან/და დამქირავებლები/ობიექტის მფლობელები (იხილეთ შესაბამისი დანართი 2 ).
სხვა დეტალები ნახეთ აქ
აგრეთვე წაიკითხეთ:
5 ქართველი კრიმინალი, ვისაც საქართველოს ინტერპოლი ეძებს