ალბათ გეცნობათ ფრაზები: რამხელა წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე, ამის თვითშეფასება რომ მომცა, როგორი ამბიციურია, თავის ფასი არ იცის, ან თავდაჯერება რომ ჰქონდეს მეტს მიაღწევდა და ა.შ
ჩვენი წარმოდგენები და დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ, ხშირად პასუხისმგებელია ჩვენს ქცევებზე, განწყობაზე და ცხოვრების ხარისხზე.
როგორ ყალიბდება თვითშეფასება ?
როგორ უნდა მივუდგეთ ბავშვის თვითშეფასების ჩამოყალიბების პროცესს?
როგორ შევინარჩუნოთ ზომიერება საკუთარი თავის მიმართ?
ამ დეტალებს „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში კლინიკური ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი, ბარბარე ჭკუასელი განმარტავს.
„ბავშვი ყოველთვის გრძნობს, თუ რა დამოკიდებულება გვაქვს მის მიმართ, თუ არ ვიღებთ ბავშვს ისეთს, როგორიც არის, ვაკრიტიკებთ მას და ამ ყველაფერს ვაჟღერებთ, არ არის აუცილებელი ბავშვი გვისმენდეს, ის ყოველთვის გრძნობს რა წარმოდგენა აქვს მშობელს მასზე, იღებს და მოსწონს თუ არა იგი.
ზოგჯერ მშობლები სხვის შვილებს ადარებენ საკუთარს.
„მას უკეთ გამოსდის“ - ამ დროს ვერ აცნობიერებენ, თუ რამდენად დამანგრეველი შეიძლება იყოს ეს ფრაზა ბავშვისთვის.
ამიტომ, როცა რაიმეს ვეუბნებით შვილს, შეგვიძლია ისიც ვუთხრათ, რომ - ძალიან კარგად ხატავ, შენ ჩემთვის ყველაზე კარგი მხატვარი ხარ. იმიტომ, რომ ჩვენი შვილები პირველები არიან ჩვენთვის, ფრთხილად იყავით იარლიყების მინიჭებასთან“,- აღნიშნავს ფსიქოლოგი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ტემპერატურა +35 გრადუსამდე მოიმატებს“ - რა ამინდს პროგნოზირებს მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე?
⭕„4 წელი ებრძოდა ამ საშინელ სენს და მაინც ვერ მოერია“ - თაკო საზინა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს