Digest Logo

როგორი ამინდია მოსალოდნელი 16 მარტს საქართველოში

1773637476
ამინდი წვიმა

16 მარტს თებერვალს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +11 და ღამით +7 გრადუსია მოსალოდნელი.

ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი ამინდია ფოთში. დღისით +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექი იქნება ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +10, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი.

სოხუმშიც იწვიმებს, +10 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში თოვლია ნავარაუდევი, დღისით +5 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 5 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც წვიმს, დღისით +9 გრადუსი, ღამით კი 1 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც იწვიმებს, დღისით +9 გრადუსი, ღამით კი 1 გრადუსი იქნება.

ახალქალაქში წვიმას ელოდებიან. ტემპერატურა დღისით 8, ღამით 1 დაფიქსირდება.

ბორჯომშიც წვიმიანი დღეა, +10 იქნება დღისით, ღამით კი 3 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლია მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით 5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -5 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიან დღეს ელოდებიან გორში, დღისით +11 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი 4 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც წვიმს, ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება, ღამით კი 3 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში თოვლია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში 2 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -6 გრადუსი იქნება. ომალოშიც თოვლია. დღისით 4 ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +14 გრადუსი იქნება, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღე იქნება თელავში, +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 6 გრადუსია ნავარაუდევი.

წვიმა იქნება გურჯაანში. დღისით +15 გრადუსი, ღამით კი 6 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც იწვიმებს, დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით 5 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმს რუსთავში, დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც წვიმაა ნავარაუდევი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსი იქნება.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„შეიძლება გაიღვიძოს შეშინებულმა, ატირებულმა, მშობელი უცხო ადამიანად აღიქვას!“ - სანერვიულოა თუ არა კოშმარები ბავშვებში? ექიმის რჩევები

⭕„არ ენდო ადამიანის რჩევას, თუ მას თავად, თავის ცხოვრება არ აქვს აწყობილი...“ - რას წერს გია ჯაჯანიძე

⭕რატომ სვამენ ჩინელები მთელი ცხოვრება ცხელ წყალს? - სამედიცინო ტრადიციის დადებითი თვისებები