27 ოქტომბერს რესტორან „ქვევრის“ მფლობელი ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა.
ლაშა ბასლანძის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ახლობლები გულის შეტევაზე საუბრობენ.
მისი გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მისი მეგობარი, ლევან კირვალიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
„40 დღის განშორების შემდეგ ძალიან მომენატრე, ლაშუტ. სამი რამ შემრჩა განსაკუთრებით მეხსიერებაში მრავალი წლების მოგონებებიდან:
პირველი, რომ გაგიცანი და მითხარი, „შენ ჩემი ოჯახი ხარ“, და მის მერე მართლა ოჯახივით მოვდიოდით.
მეორე, შენი შერქმეული სახელები, რომელსაც ვინმე თუ მეძახის, შენი ხმა ჩამესმის. ყველა შენს სახელზე წარმოგიდგენ: რატატუი, კირკი, კირვალა, კირკუცი, კირვალენკო. მხოლოდ შენ გეძებ ამ სახელების გაგონებისას.
მესამე, ბოლოს, როცა მითხარი, „ცოლი როდის მოგყავს? ხომ იცი, შენი მეჯვარე უნდა ვიყოო“ და მანამდე წასვლამდეც რომ შეგხვდი, ეგ მითხარი. შემდეგ წახვედი და ვეღარ დაბრუნდი. ბოლო დამშვიდობება და ჩახუტება შემომრჩა მხოლოდ.
უშენოდ გავხდი 34 წლის და არც მომილოცე, რანაირად მოახერხე, არ ვიცი, მაგრამ სალომ ზუსტად ისე გულით მომილოცა, როგორც შენ იზამდი.
უსაშველოდ მომენატრე, ლაშუტ, უსაშველოდ, გამშრალი ცრემლით და დაკარგული მეგობრობის სევდით“, - წერს ლევან კირვალიძე.
შეგახსენებთ, რომ ლაშა ბასლანძე 4 ნოემბერს დაკრძალეს. ცნობისთვის, რესტორან „ქვევრის“ მფლობელი 40 წლის იყო. სალომეს და ლაშას ერთი საერთო შვილი, სანი ჰყავთ.

ასევე დაგაინტერესებთ: