ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.
იგი ამჯერად მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 5 დეკემბრის სავსემთვარეობაზე წერს და გვირჩევს რა უნდა გავითვალისწინოთ ამ დღეს:
„2025 წლის 5 დეკემბერს თბილისის დროით 03:13 -ზე გვექნება ამ წლის ბოლო სავსემთვარეობა - ეგრეთ წოდებული „ცივი მთვარე“ ტყუპების მე-13 გრადუსზე.
ეს სავსე მთვარე უნიკალურია როგორც ასტროლოგიურად. ის ასტრომიულადაც, რადგან ასევე გახლავთ სუპერმთვარეც; ანუ თავის ორბიტაზე ღამის მნათობი ისეთ წერტილზე ხვდება, საიდანაც დედამიწიდან ჩვეულებრივზე უფრო დიდად ჩანს მისი დისკო.
ასეთი სიახლოვის გამო სავსემთვარეობის ზეგავლენა გაცილებით უფრო მეტად იგრძნობა ხოლმე, ვიდრე სხვა დროს.
სავსე მთვარის გრადუსის საპირისპიროდ ახლა მხოლოდ მზე არ იდგება, მშვილდოსანშია ასევე მარსიც და ვენერაც. ამიტომ რომ მთვარიდან წამოსული სამმაგი სხივი 3 სხვადასხვა თემას აღძრავს - მატერიალური რესურსების, ლიდერობის და პირადი ურთიერთობების.
ეს უკანასკნელი ალბათ განსაკუთრებული სიმწვავით დადგება დღის წესრიგში , რადგან ტყუპების მე13 გრადუსზე, ანუ სწორედ იქ სადაც მთვარეა, ახლა ასტეროიდი ნესუსიც ხვდება, რომელიც სასიყვარულო ურთიერთობებში მანიპულირებას, ძალადობას და ფსიქოლოგიურ ტრავმებს ააქტიურებს. ეცადეთ არ გაამწვავოთ ამ თემებში არაფერი, არ დაიწყოთ საქმის გამორკვევა, ეჭვიანობა, მანიპულაციები.
ამ მოცემულობას ემატება დაძაბული ასპექტები კარმულ კვანძებთან და ცაზე დიდი ჯვრის გამოსახულებას ვიღებთ, რაც ნიშნავს, რომ საკმაოდ რთული 2-კვირიანი პერიოდი გვექნება გასავლელი.
ახლა ცაზე იქმნება გარკვეული „გზაჯვარედინი“, როდესაც გადაწყვეტილებების გადადება შეუძლებელია, ხოლო ნებისმიერი მოვლენა შესაძლოა გადამწყვეტი და საბედისწერო აღმოჩნდეს.
ცივი მთვარე ტყუპებში ითხოვს ცივ გონებას, სიცხადეს, ემოციურ განყენებულობას, საკითხების ობიექტურ შეფასებას, რადგან ეს წლის შემაჯამებელი დაიჯესტია. და რადგან სწორედ ახლა უნდა გადავწყვიტოთ - რას ვტოვებთ წარსულში და რა მიგვაქვს თან, ახალ 2026 წელიწადში.
დაფიქრება მართებთ განსაკუთრებით მათ, ვინც ტყუპების და მშვილდოსნის შუა პერიოდში (12-14 გრადუსებზეა) დაბადებული. პრობლემურია ეს სავსემთვარეობა თევზებისა და ქალწულებისთვისაც.
რაც შეეხება ლომებს, მერწყულებს, სასწორებს და ვერძებს - მათთვის ეს პერიოდი სიკეთის მომტანიც შეიძლება იყოს. დანარჩენებისთვის კი ნეიტრალური.
თუმცა ეს ეხება მხოლოდ მზის მაჩვენებლებს, გაითვალისწინეთ, რომ ამ ზოდიაქოებში შესაძლოა სხვა პლანეტები გყავდეთ პირად რუკებში და მაშინ, თქვენთვის ზემოთ ნახსენები პროგნოზი შეიცვლება“, - წერს ხათუნა ნოელი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: