საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევრო 2024-ზე მესამე მატჩი პორტუგალიასთან გამართა და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
ჩვენს გუნდს საწყის ორ მატჩში ერთადერთი ქულა ჰქონდა მოპოვებული და, მერვედფინალში გასასვლელად, პორტუგალიასთან მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა.
გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ექიმმა დათო ხარაბაძემ სოციალურ ქსელში სტადიონზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და ქვეყანას გამარჯვება მიულოცა.
„მგონი მართლა მაგარი ექიმი ვარ, ბიჭოოოოოო....
გილოცავ, საქართველო.
მესი გელოდები მსოფლიოზე“, - წერს დათო ხარაბაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„საქართველომ პორტუგალიის ნაკრები დაამარცხა, პლეი-ოფში გადასვლა შეძლო და ისტორია დაწერა“ - BBC