Digest Logo

„ვაჩვენეთ, რომ ერთად ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია და არავისზე ნაკლები ვართ“ - ხვიჩა კვარაცხელია

1719467380
კვარაცხელია

„ისტორიის ახალი ფურცელი დავწერეთ, ყველას ვაჩვენეთ, რომ საქართველოს ნაკრებს ყველაფერი შეგვიძლია“, - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კვარაცხელია აცხადებს, რომ ბედნიერია იმითაც, რომ რონალდუს მაისურიც აქვს.

ქართველმა ფეხბურთელმა ქართველ ქომაგებს მადლობა გადაუხადა.

„ისტორიის ახალი ფურცელი დავწერეთ. სადაც ერთი პროცენტია შანსი, სადაც არის რწმენა, რომ ყველაფერს გააკეთებ ეს დავამტკიცეთ ჩვენ და ყველას ვაჩვენეთ, რომ საქართველოს ნაკრებს ყველაფერი შეგვიძლია.

ქომაგებმა ძალიან დიდი მუხტი მოგცეს, ამდენი ხალხი ჩამოვიდა გერმანიაში. ჩვენ მოედანზე აბსოლუტურად დამუხტულები ვთამაშობდით. ყველა გულშემატკივარს დიდი მადლობა. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ერთად ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია და არავისზე ნაკლები ვართ და კიდევ გვაქვს შანსი, რომ წინ და წინ ვიაროთ ყველამ ერთად.

ბედნიერები ვართ, რონალდუს მაისურიც მაქვს და შემდეგ ეტაპზეც გავედით. ვერ წარმოვიდგენდი, რაც რონალდუსთან მოხდა. თამაშამდე მოვიდა და წარმატებები მისურვა. ის დიდი ფეხბურთელი და პიროვნებაა. იტალიის ჩემპიონობით ძალიან ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ეს წარმატება უფრო მეტია“, – განაცხადა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრები დაამარცხა და სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც არანაკლები გამოცდა ელოდება - ჩვენი მეტოქე 30 ივნისს ესპანეთის ნაკრები იქნება.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„მგონი, მართლა მაგარი ექიმი ვარ, ბიჭო...“ - დათო ხარაბაძე ისტორიული გამარჯვების შემდეგ

„საქართველომ პორტუგალიის ნაკრები დაამარცხა, პლეი-ოფში გადასვლა შეძლო და ისტორია დაწერა“ - BBC

„გაჩერებას არ ვაპირებთ, ევროპის ჩემპიონატი ახლა დაიწყო“ - რას ამბობს გიორგი მიქაუტაძე ისტორიული გამარჯვების შემდეგ