
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 თებერვალს საქართველოში ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი.
meteo.gov.ge-ის ცნობით, დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება არის ნავარაუდევი.
ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ჩრდილო მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ძლიერი.
დღისით დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +3, +8°, დღისით +8, +13°; მთაში ღამით -1, +4°, დღისით +4, +9°; მაღალ მთაში ღამით -5, 0°, დღისით 0, +5°.
აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებას პროგნოზირებენ. ზოგან წვიმა, ღამით მთაში თოვლი.
დღისით დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -2, +3°, დღისით +8, +13°; მთაში ღამით -4, +1°, დღისით +4, +9°; მაღალ მთაში ღამით -9, -4°, დღისით -2, +3°.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რა უნდა გაითვალისწინოთ, რომ თებერვალი დანაკარგების გარეშე განვლოთ