როგორია ასმათ ტყაბლაძის სააღდგომო ტრადიციები? - მსახიობი გადაცემაში „დღის პოსტი“ იმყოფებოდა, სადაც აღნიშნულზე ისაუბრა.
ასმათ ტყაბლაძემ ასევე საზოგადოებას საფირმო ხაჭოს პასქის რეცეპტიც გაუზიარა:
„აუცილებლად სანთელი, ბზა, ერთი კვირით ადრე, ეკლესია რა თქმა უნდა, სახლშიც ეს ყველაფერი აუცილებელია. ეს ისეთი დღესასწაულია, რომ მოდის შენს გულსა და სულში. თავისთავად ხდება ეს ყველაფერი და მოდის აუცილებლად. არ ვაცხობ პასქას. იმიტომ რომ მეშინია ისეთი არ გამოვიდეს, როგორიც საჭიროა. არც მიცდია არასდროს. რომ ვხედავ ლამაზ-ლამაზ პასქებს, მე რა უნდა გავაკეთო.
სოფიკო ჭიაურელმა დაიწყო ხაჭოს პასქის კეთება, ახალი გამოსული და შემოსული იყო მაშინ. ჩვენი მეგობარია ერთი ნანა კიკვიძე საერთო, წინა დღით დაგვპატიჟა მე და ნანა პასქაზე. დაგვიდო ეს პასქა და გავიდა გვერდით გააგრძელა რაღაცების კეთება. რომ დაგვიდო ეს ხაჭოს პასქა, დავიწყეთ მირთმევა და ისე გავედით ბოლოში ვერც გავიგეთ. იცის რომ შემოიტანა და მას აღარაფერი დახვდა. ჩვენ ვუთხარით რომ „შემოგვეჭამა“.
აქედან მეც ვიფიქრე გავაკეთებ-მეთქი. კარგი ცხიმიანი ხაჭო უნდა. უნდა იცოდე ვისი გაკეთებულია და უნდა იყოს სუფთა. სჭირდება კარგი მიქსერიც. აუცილებელია კარგი არაჟანი ან მდნარი ყველი. ამასაც გააჩნია. ეს ყველაფერი ავურიოთ ვანილი, ქიშმიში და კარაქი. ძალიან კარგი გამოდის. ცოტა შაქრის ფხვნილი კარგია, უნდა ჩავდოთ დოლბანდში, ჩამოიწუროს კარგად და შემდეგ გაალამაზებ და მორთავ“, - ამბობს ასმათ ტყაბლაძე.
მეტის გასაგებად, იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ევროპის კოსმოსური სააგენტო 2040 წლისთვის მთვარეზე მუდმივი ბაზის აშენებას გეგმავს
⭕ დღეს, 14 აპრილს, გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“-ს უმასპინძლებს
⭕ „ფულის ენერგია მოდის შენს ცხოვრებაში...“ - რას გვირჩევს თაკო მელიქიშვილი