Digest Logo

როგორია თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა? - უახლესი ინფორმაცია კლინიკიდან

1751966104
თორნიკე რიჟვაძე ლევან რატიანი

„პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის“ დირექტორის, ექიმ ლევან რატიანის განცხადებით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმედ რჩება.

რატიანის განმარტებით, რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაზიანების სიმძიმეს შეესაბამება.

„პაციენტის ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე რჩება სტაბილურად მძიმე, უარყოფითი დინამიკის გარეშე. უტარდება პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა კვლევა, ყველა დარგის ექიმის, სპეციალისტის კონსულტაცია. მისი მდგომარეობა შეესაბამება დაზიანების სიმძიმეს“, - განაცხადა რატიანმა.

თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“ ცეცხლნასროლი ჭრილობით 7 ივლისს შეიყვანეს. შემდეგ რიჟვაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. თორნიკე რიჟვაძის საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ამასთან, თორნიკე რიჟვაძის საქმეზე ბრალდებულის სახით დაკავებულია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი ალექსი ახვლედიანი. მას ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით წარედგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას გულისხმობს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „არ არის სასურველი ზედმეტი გულახდილობა და ნდობა ადამიანების მიმართ“ - 8 ივლისის ასტროლოგიურ პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

⭕ალექსანდრა პაიჭაძე თეთრ მოკლე კაბაში პოზირებს - „შეუდარებელი ხარ“

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით