Digest Logo

როგორია ვაკეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა

1685079430
ვაკეში სროლა

საგამოძიებო მოქმედებები ვაკეში, გვიან ღამემდე მიმდინარეობდა, სადაც სროლის შედეგად 26 წლის გუგა ფირცხალავა დაიჭრა.

მას ცეცხლნასროლი ჭრილობები ზურგის და მუცლის არეში აქვს მიყენებული.

გუგა ფირცხალავა ამ დრომდე ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

მოსაშვილის 11 ნომერში არსებულ ერთ-ერთ კაფეში, ახალგაზრდა მამაკაცმა დამიზნებით ისროლა, თუმცა „კურიერის“  ინფორმაციით, სამიზნე სხვა პიროვნებაში შეეშალა.

 სროლა „სტრადას“ ვერანდაზე მოხდა, სადაც ათობით ადამიანი, მათ შორის, ბავშვები იმყოფებოდნენ.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.

ამავე თემაზე:

🔵 „ახლაც ვერ მოვდივარ ჭკუაზე რაც ვნახე, შუაში შავი ქურთუკით ჩემი შვილია“ - ნინო ზამბახიძე ვაკეში სროლას ეხმაურება

🔵 „სავარაუდო მოტივი პირადი ანგარიშსწორებაა... დაჭრილია გუგა ფირცხალავა, რომლის გვარიც მანამდე კრიმინალურ ისტორიაში ფიგურირებდა...“ - ვაკეში მომხდარი დანაშაულის ახალი დეტალები