Digest Logo

🎥 „როგორც მითხრეს, ლას-ვეგასში სატელევიზიო გადაცემა ჯერ არ ჩასულა, ჰოდა „სხვა რაკურსი“ ადგილზეა“ - როგორ დაიწყო გია ჯაჯანიძის მოგზაურობა აშშ-ში

1761848931
 გია ჯაჯანიძ

ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და ძალიან შეიყვარა. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მისეულ დაკვირვებებს, შეფასებებს თუ გამოცდილებებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.

გია ჯაჯანიძე გადამღებ ჯგუფთან ერთად ამერიკაში, ლას-ვეგასში მოგზაურობს, საიდანაც საინტერესო გადაცემას შემოგვთავაზებს:

„მოგესალმებით ამერიკიდან, ვესტუმრეთ ლას-ვეგასს. შევხვდებით საინტერესო ადამიანებს, გაგაცნობთ წარმატებულ ქართველებს. 

როგორც მითხრეს, ლას-ვეგასში სატელევიზიო გადაცემა ჯერ არ ჩასულა, ჰოდა „სხვა რაკურსი“ ადგილზეა. 

ეს არის სიყვარულის, ქორწინების, მეგობრობის ქალაქი და მეც დიდი სიამოვნებით ვიქნები თქვენთან ერთად ცოტა ხნით, მაგრამ ძალიან საინტერესოდ“, - ამბობს გია ჯაჯანიძე. 

ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე: https://www.facebook.com/reel/811860598225083

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „როგორც შევიტყვე გავრცელდა ინფორმაცია ჩემი გაჩემპიონების შესახებ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება“ - ნონა გაფრინდაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს

„ოცნებები არ იშლება, ისინი უბრალოდ თავიდან განისაზღვრება...“ - რას წერს ჯორჯინა უზკატეგუი

„უცებ კედელი ინგრევა და გაურკვევლად რჩები, განსაკუთრებით ღამე მიჭირს, როცა საკუთარ თავთან მარტო ვრჩები“ - რას ამბობს თამო ვაშალომიძე