Digest Logo

რომელმა წყვილებმა დატოვეს მეგაშოუ „ცეკვავენ ვარსკვლავები“ - ცნობილია, ვის იხილავთ ფინალურ ტურში

1771272833
ცეკვავენ ვარსკვლავები

მეგაშოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ XIV სეზონის მერვე ეპიზოდი შედგა.

დღევანდელ ტურში ხუთმა წყვილმა წარმოადგინა საცეკვაო ნომრები. მაყურებელთა ზარებისა და შეტყობინებების მიხედვით, ფინალში იცეკვებენ: ირაკლი ჭელიძე და კარინა ლისენკო, ლუკა ჭანიშვილი და ელენე დავითაია, ასევე, ეკატერინე გურგენიძე და გიორგი რევიშვილი.

ეკატერინე გურგენიძე და გიორგი რევიშვილი აუტსაიდერები იყვნენ, თუმცა მაყურებელთა მხარდაჭერის შედეგად შემდეგ ტურში გადავიდნენ.

დღევანდელი საკონკურსო გამოსვლის შემდეგ პროექტი ორმა წყვილმა: ლევან დიასამიძემ და ლისა ლიპარტელიანმა, ასევე დათო გოგრიჭიანმა და ნინი ბიბილეიშვილმა დატოვეს.

მომავალ ორშაბათს მაყურებლის წინაშე 3 საკონკურსო წყვილი წარდგება.

XIV სეზონი სხვა სეზონებისგან გამორჩეულია, რადგან კონკურსანტები ქართული ცეკვის სხვადასხვა ანსამბლის სოლისტები არიან. კონკურსის დასაწყისში სულ 11 წყვილი მონაწილეობდა: ლუკა ჭანიშვილი და ელენე დავითაია, ეკატერინე გურგენიძე და გიორგი რევიშვილი, ნინიკო მატკავა და სანდრო საბაძე, ნიკა ჩუბინიძე და ნიცა ციბაძე, ირაკლი ჭელიძე და კარინა ლისენკო, ინა ჩიხლაძე და ლუკა სტეფნაძე, გაგა ბოხუა და ხათუნა ოქიტაშვილი, დათო გოგრიჭიანი და ნინი ბიბილეიშვილი, ლევან დიასამიძე და ლისა ლიპარტელიანი, მარიამ ქავთარაძე და გუკა ჭანტურია, გვანცა ლობჟანიძე და რატი გაჩეჩილაძე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„არც ქორწინებას ვაფორმებთ, არც ხელშეკრულებებს, არც ქირურგიულ ჩარევას ვახორციელებთ“ - ხათუნა ნოელი მზის დაბნელებაზე

„უნდა გტკიოდეს, უნდა ლოცულობდე მისთვის, უნდა დაუშვა, რომ შენ რაღაცა არ გააკეთე“ - თეოდორე გიგნაძის ქადაგება

5 მითი მერწყულის ნიშანზე - „უცნაური და დამოუკიდებელია, არ ეწყობა სხვის წესებს“