როგორი მამაა ცნობილი პედიატრი, პროფესორი თემურ მიქელაძე?
მან ოჯახსა და შვილებზე გადაცემაში „სთორი“ სტუმრობისას ისაუბრა.
„13, 11 და 4 წლის გოგონები მყავს. საკმაოდ მაღალი აკადემიური მოსწრება აქვთ და ეს ძალიან მახარებს. ვცდილობ, რომ ბავშვებს მაქსიმალურად კარგი განათლება მივცე. რა თქმა უნდა, ვსაუბრობთ, თუმცა დროის უქონლობის გამო, ეს საუბრები ხანგრძლივი არ არის.
როცა ავად ხდებიან, როცა რაღაც მჭირდება, რამდენიმე პედიატრს ვეკონტაქტები. მეც ვიბნევი.
ძალიან რთულია, როცა საქმე შვილების ჯანმრთელობას ეხება - მამის პასუხისმგებლობაც უნდა აიღო და ექიმისაც“,- განაცხადა ექიმმა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵 „დედა რომელია? ულამაზესები ხართ“ - ცნობილი დედა-შვილის უახლესი ფოტოსესია