საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა ვილიარეალთან ფანტასტიკურად ითამაშა.
„სენტ ეტიენის“ მთავარმა მწვრთნელმა ოლივიე დალ’ოლიომ „ვილიარეალთან“ მატჩის (3:1) შემდეგ ზურიკო დავითაშვილზე ისაუბრა.
„ის კლასიანი მოთამაშეა, ვიცით, რომ ძალიან კარგი დონე აქვს. მან დაგვანახა, რომ იცის ბურთის შენარჩუნება, გოლის გატანა და პასი. მიუხედავად იმისა, რომ ის მხოლოდ 23 წლისაა, რაღაც გამოცდილება მოაქვს. როცა ბურთის აქვს, ვგრძნობთ, რომ რაღაც შეიძლება მოხდეს“, - აღნიშნა ფრანგმა სპეციალისტმა.
ქართველს ფრანგულ გუნდში წარმოუდგენელი დებიუტი ჰქონდა - 45 წუთში დუბლი შეასრულა და საგოლე პასიც გააკეთა. მისი ორივე გოლი ძალიან ეფექტური იყო, მაგრამ პირველი შედევრი გამოდგა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„როცა საქართველოში უნდა გამოვფრენილიყავი გამისკდა ბრმა ნაწლავი“ - რას ჰყვება ნუკი კოშკელიშვილი
⭕„იცოდნენ, რომ უნაკლო არავინაა და ეს მეც მაქვს“ - რას ამბობს ნუკი კოშკელიშვილი ცელულიტზე