Digest Logo

„როცა საქართველოში უნდა გამოვფრენილიყავი გამისკდა ბრმა ნაწლავი“ - რას ჰყვება ნუკი კოშკელიშვილი

1722103942
ნუკი კოშკელიშვილი

მსახიობ, ტელეწამყვან და მოდელ ნუკი კოშკელიშვილს გასულ თვეს ბრმა ნაწლავი გაუსკდა. ამ თემაზე მან გადაცემაში „სთორი“ ისაუბრა.

- ყველაზე რთულად რომელი პერიოდი გახსენდება? თუ აძლევ საკუთარ თავს მოდუნების საშუალებას? 

ვცდილობ, მოვუჭირო საკუთარ თავს და არ ვიყო ცუდ განწყობაზე. თუ აჰყევი ცუდ განწყობებს და აი, ერთხელ მაინც თუ უთხარი საკუთარ თავს, მოდი ერთი დღე მეკუთვნისო, ვსო, ჩათრეული ხარ, ვეღარ გამოხვალ. ამიტომ, არ ვაძლევ საკუთარ თავს ვიყო ცუდ ხასიათზე. ყველაფერი არ მიხარია, მაგრამ ვცდილობ უარყოფით მოვლენებშიც კარგი მარცვალი დავინახო. მჯერა, რომ ცხოვრებაში ყველაფერი რაღაცისთვის კეთდება. 

აი, მაგალითად, იმ დღეს, როცა საქართველოში უნდა გამოვფრენილიყავი გამისკდა ბრმა ნაწლავი. მერე რომ გავთვალე, თვითმფრინავში ბავშვთან ერთად, ვიქნებოდი ატლანტიკას რომ გადავუფრენდი მაშინ გამისკდებოდა ბრმა ნაწლავი. მომეშვებოდა ტკივილი, ვიტყოდი აღარ მტკივა და ან მკვდარი ჩამოვიდოდი, ან მძიმე პერიტონიტით. 

დეპრესიული არ ვარ, მოვიწყენ თუ ერთ ოთახში ჩავწვები. ამის არც ფუფუნება მაქვს, არც ნერვები რომ ვიდრამო.

ასევე დაგაინტერესებთ:

„გავიდა უკვე 10 წელი და ჯერ კიდევ მოგვწონს ერთმანეთი... ველოდები, რაღაც მომენტში ხომ მობეზრდება და ჯერ არა“- ნუკი კოშკელიშვილი ქმარზე

„იცოდნენ, რომ უნაკლო არავინაა და ეს მეც მაქვს“ - რას ამბობს ნუკი კოშკელიშვილი ცელულიტზე

ცნობილია, საჩხერეში მოკლული 18 წლის ბიჭის ვინაობა