Digest Logo

🎥 „როცა კვარა პირველად ვნახე მას ვუთხარი - მუჭო რექ წიე!...“ - „პსჟ-ის“ სოციალური ქსელების ხელმძღვანელი

1739374300
დევიდ ბათლერი

სპორტული გვერდის Geo Team-ის დამფუძნებელი, სპორტული ჟურნალისტი საბა საპანაძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და საზოგადოებას სიახლეებს მუდმივად უზიარებს.

აღსანიშნავია, რომ საბა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გვერდით აქტიურად იმყოფება და სიახლეებთან ერთად ფეხბურთელების სახალისო ვიდეოებს გვიზიარებს.

ამჯერად იგი Geo Team-ის გვერდზე ახალ ვიდეოს პარიზიდან აქვეყნებს. საბა საპანაძეს ინტერვიუ ჰქონდა „პსჟ-ის“ სოციალური ქსელების ხელმძღვანელთან, დევიდ ბათლერთანაც:

„სასიამოვნოა კომენტარებში ახალი გულშემატკივრების დანახვა. კვარა კი რა თქმა უნდა მათთვის გმირია. ასე რომ, როგორც კი დავიწყეთ მასზე პოსტების დადება, მაშინვე შევამჩნიეთ კომენტარებში ქართული დროშები და ქართული ენა. როცა კვარა პირველად ვნახე მას ვუთხარი - მუჭო რექ წიე! ეს მეგონა, რომ იყო „როგორ ხარ“? მისი კუთხის ენაზე. მაგრამ როცა ვუთხარი მიპასუხა - რაო? ასე რომ ალბათ არასწორად ვუთხარი“, - ამბობს დევიდ ბათლერი.

 

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„ორსულობისას ძალიან ხშირად ვტიროდი...ყოველთვის ვერ ვიკავებ თავს...“ - რას ჰყვება ნინო მუმლაძე?

⭕„არ უხარიათ, მე რომ მცნობენ... ცდილობენ, ცილი დამწამონ... ენების სწავლაში უნიჭო ვარ...“ - რას ჰყვება ყველასათვის საყვარელი გიდი, ციცინო ზივზივაძე?

⭕„50 წელია, სვეტიცხოველში ვარ...ვცდილობ, ყოველთვის ენერგიულად გადმოვცე ჩვენი ისტორია...“ - რას ჰყვება ციცინო ზივზივაძე?