Digest Logo

„როცა მეწყერის 3 მეტრიანმა ტალღამ დაგვარტყა და უთქმელად, თვალებით გამოვემშვიდობეთ ერთმანეთს. მტკივა თითოეული გარდაცვლილი ადამიანი და მათი ფიქრები სიკვდილის წინ“ - მარიამ ბერიანიძე სტიქიამდე რამდენიმე საათით ადრე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

1691826253
მარიამ ბერიანიძე

მარიამ ბერიანიძე ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, ვინც 3 აგვისტოს, შოვში მომხდარ სტიქიას გადაურჩა. მარიამი სტიქიის ეპიცენტრში მეუღლესთან და შვილთან ერთად მოექცა.

მარიამ ბერიანიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს, რომელიც შოვში, მეწყერის ჩამოწოლამდე რამდენიმე საათით ადრეა გადაღებული და წერს, რომ „სამოთხე ჯოჯოხეთად იქცა“.

„შოვში პირველად 6 წლის წინ ვიყავით. ფეხით გვაქვს შემოვლილი იქაურობა. ბუბის ნამონასტრალზეც ნამყოფები ვართ, არასდროს დამავიწყდება ის სილამაზე.

შოვის გახსენებაზეც პირველი ის ადგილი მიდგებოდა თვალწინ, თუმცა ახლა შოვზე პირველი შოთის თვალები მახსენდება, იმ მომენტში როცა მეწყერის 3 მეტრიანმა ტალღამ დაგვარტყა და უთქმელად, თვალებით გამოვემშვიდობეთ ერთმანეთს.

მტკივა თითოეული გარდაცვლილი ადამიანი და მათი ფიქრები სიკვდილის წინ.

პ.ს. ფოტო გადაღებულია ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე. ჩვენი სამოთხე ჯოჯოხეთად იქცა“, – წერს მარიამ ბერიანიძე სოციალურ ქსელში.

2023 წლის 3 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. საქართველო 24 დაღუპულს გლოვობს. 12 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ, მათ შორის არიან ბავშვები.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „არ მჯერა, რომ ცხოვრება უნდა გაგრძელდეს და შენ, სოფი და დათო აღარ იყოთ“ - შოვში დაღუპულ და-ძმას მეგობრები ემშვიდობებიან

🔵 „რატომ უნდა ვიყოთ იდიოტები ხელოვანები? რატომ არ გვაქვს უფლება, პასუხი მოვთხოვოთ ჩვენს არჩეულ მთავრობას, როცა საქმე ამოწყვეტილ ოჯახებს ეხება?!“ - ნიკოლოზ რაჭველს კრიტიკის გამო მეგობრები მხარდაჭერას უცხადებენ

🔵 „პირველები შემოვიდნენ, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი იყო პატარა ბავშვით, გამოვიქეცითო“ - ონის კლინიკის ექიმი შოვის ტრაგედიაზე