Digest Logo

🎥 „რწმენას დიდი მნიშვნელობა აქვს...არ მჯერა, დედას რომ ვეძახი“ - გაიცანით ქალი, რომელიც 55 წლის ასაკში დედა გახდა

1775038613
ინგა მამადაშვილი

ინგა მამადაშვილი არის ქალი, რომელიც 55 წლის ასაკში გახდა დედა. თემაზე სიუჟეტი გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ მოამზადეს.

ინგა მამადაშვილი გვიან ასაკში დედის ამპლუასა და ამით გამოწვეულ სიხარულზე ემოციურად საუბრობს:

„თურმე შეუძლებელიც შეიძლება მოხდეს. არ მეგონა, თუ მეყოლებოდა.

ძალიან ბედნიერები ვართ, ყველაფერი გვიხარია, სხვანაირი გრძნობაა. ყოველ დილით სიხარულით ვიღვიძებთ, ის ჩვენთვის უფლის საჩუქარია. ხანდახან არის მომენტები, რომ არ მჯერა, დედას რომ ვეძახი. სასწაული გრძნობაა. 

მარტო ეს გვაკლდა, რომ მშობლები გავმხდარიყავით. უფლის წყალობით მოხდა ეს ყველაფერი.

მოვძებნეთ ექიმები საბერძნეთში, დაგვინიშნეს წამლები, მაგრამ შევხედეთ, რომ შედეგი არ იყო. გადავწყვიტეთ, საქართველოში დავბრუნებულიყავით. დაგვეხმარა ჩვენი საყვარელი ექიმი ლელა ირემაძე. ერთი წუთიც არ მიფიქრია, რომ არ გამოგვივიდოდა. რწმენას დიდი მნიშვნელობა აქვს“, - ჰყვება ინგა მამადაშვილი.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ვხედავ, „აბრეშუმის გზა“ ამერიკას ჰაერივით დასჭირდება მომავალში...“ - რა იწინასწარმეტყველა ლელა კაკულიამ

🎥 „მსგავსი ადამიანები უნდა დაქენსელდნენ...“ - გურამ შეროზია „გარდენია შევარდნაძის“ სკანდალზე

⭕„ნეტა კი მეცალოს დასაჯდომად და სანერვიულოდ...“ - რას პასუხობს ზურაბ შევარდნაძე მოქალაქის ბრალდებას