UFC ქართველი მებრძოლის ილია თოფურიას დედა, ინგა ბენდელიანი-თოფურია გადაცემაში „შენი ამბავი თაიასთან“ იმყოფებოდა სტუმრად.
მან ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც ემიგრაციაში მოუწია ყოფნა. მისი თქმით, რთულია წახვიდე იქ, სადაც არავინ გელოდება, ხოლო მთავარი სირთულე კი ენის ბარიერია.
„ეს იყო ის პერიოდი, როდესაც ემიგრაცია მასიურად შემოვიდა საქართველოში, როცა ხალხი აქტიურად გადიოდა, და ჩემამდეც მოვიდა ეს ამბავი.
მინდოდა ცოტა ხნით გავრიდებოდი იმას, რაც საქართველოში ხდებოდა. თუმცა ემიგრაცია ნამდვილად არ არის მარტივი, წახვიდე იქ, სადაც არავინ გელოდება, იქ, სადაც ენაც კი არ იცი, მაგრამ გაქვს მიზანი დასახული.
თუმცა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არასოდეს წავსულვარ ემიგრაციაში იმ მიზნით, რომ უკან არ დავბრუნდებოდი.
პირველი ემიგრაცია იყო გერმანიაში, შემდეგ ესპანეთში.
2003 წლის ოქტომბერში ჩამოვფრინდით საქართველოში, ოთხივე შვილთან ერთად. 7 წლის მანძილზე ილია და ალექსანდრა არასოდეს ჩამოსულან საქართველოში, თუმცა ორივე ბიჭები იზრდებოდნენ საქართველოს სიყვარულით. 2004 წელს მე და ჩემი მეუღლე ისევ წავედით ემიგრაციაში და 2012 წელს ბიჭები წავიყვანეთ ესპანეთში“, - იხსენებს ინგა ბენდელიანი-თოფურია.
⭕ასევე დაგაინტერესებთ:
📸 ნინა ცქიტიშვილის უმცროსი ქალიშვილი დაინიშნა - რა ფოტოებს აქვეყნებს მოდელი
⭕„ეს არის პერიოდი ჭეშმარიტი და ამაღლებული სიყვარულისთვის“ - მიხეილ ცაგარელი
🎥 „ეს ტკივილი მაინც ვერაფერმა ვერ გადაფარა“ - ინგა ბენდელიანი-თოფურია ცხოვრების მძიმე პერიოდზე