
„მასტერშეფის” გამარჯვებული, ნუცა სურგულაძე სოციალური ქსელის მომხმარებლებს საახალწლო ბრაუნის რეცეპტს უზიარებს.
ინგრედიენტები:
👉 200 გრ შოკოლადი
👉 60 გრ კარაქი
👉 60 გრ ზეთი
👉 3 ცალი კვერცხი
👉 180 გრ შაქარი
👉 50 გრ კაკაო
👉 100 გრ ფქვილი
👉 მწვანე ფროსტინგი
👉 100 გრ ფროსტინგი
👉 30 გრ შაქრის პუდრა
👉 3 გრ საღებავი
მომზადება:
შოკოლადი გავადნოთ კარაქთან ერთად ორთქლზე ან მიკროტალღურ ღუმელში 2 წუთის განმავლობაში. გამდნარი მასა კარგად შევურიოთ ერთმანეთში. ცალკე ჯამში 6 კვერცხი ავთქვიფოთ შაქართან ერთად. სასურველი მასის მიღების შემდეგ დავუმატოთ ზეთი და კარგად მოვურიოთ. მიღებულ მასას დავამატოთ გამდნარი შოკოლადი, კაკაო და ფქვილი. მიღებული ცომის მასა დავასხათ ტაფაზე და გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ 180 გრადუსზე დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში.
სანამ ბრაუნი ცხვება, მოვამზადოთ ფროსტინგი. დაგვჭირდება კრემყველი ან მაღალპროცენტიანი არაჟანი, რომელსაც უნდა შევურიოთ შაქრის პუდრა და მწვანე ბუნებრივი საღებავი. მიღებული მწვანე ფროსტინგი ჩავასხათ გასაფორმებელ ტომარაში. ამასობაში კი უკვე გამომცხვარი ბრაუნი გავაცივოთ, დავჭრათ პატარა სამკუთხედებად და გავაფორმოთ მწვანე ფროსტინგით. საახალწლო ბრაუნი მზადაა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵როგორი იქნება 2022 წელი ლომებისთვის?
🔵2022 წლის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბებისთვის
🔵„არ დაგეგმოთ არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი“ - მიხეილ ცაგარელი
🔵2022 წლის ფავორიტი ნიშნები კარიერასა და ფინანსებში
🔵ზოდიაქოს ამ 3 ნიშანს ახალ წელს გეგმების ჩაშლა ემუქრება
🔵ფრთხილად, ვეფხვი არ გააბრაზოთ - როგორ შევხვდეთ 2022 წელს და როგორი უნდა იყოს საახალწლო სუფრა?
🔵როგორი იქნება 2022 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - დეტალური პროგნოზი