MLS-ის პლეი-ოფში გამართული დაპირისპირება „ინტერ მაიამისა“ და „ატლანტა იუნაიტედს“ შორის, მაიამის გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
მოგებული გუნდის მხრიდან გოლები ვეტერანმა ფეხბურთელებმა - ხორდი ალბამ და ლუის სუარესმა გაიტანეს.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი ლეო მესი გახდა.
აღსანიშნავია, რომ ძირითად შემადგენლობაში იყო ატლანტას ქართველი შემტევი საბა ლობჟანიძე. მისი გუნდის ერთადერთი გოლი სწორედ საბას ანგარიშზეა.
შეგახსენებთ, რომ ლობჟანიძემ მესის „ინტერ მაიამის“ რეგულარულ სეზონშიც გაუტანა.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ჩემი დღევანდელი გრაფიკის მიუხედავად, მივედი და მივეცი ხმა მშვიდობას“ - რას წერს ნათია ბერიძე
წყარო: lagazzetta.ge