Digest Logo

საბა საზონოვი პორტუგალიასთან ვერ ითამაშებს - საქართველოს ნაკრების მცველს ოპერაცია სჭირდება

1750173167
საბა საზონოვი

საქართველოს ნაკრებს პორტუგალიასთან ევრო 2025-ის მესამე ტურის მატჩში საბა საზონოვი ვერ დაეხმარება.


საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, საბა საზონოვის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა, გუნდის შეკრება დატოვა და იტალიაში გაემგზავრა – გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდული ნაკრების მცველი 19 ივნისს ოპერაციას გაიკეთებს.

შეგახსენებთ, რომ საზონოვმა საფრანგეთთან ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში გოლი გაიტანა, მისი არყოფნა გუნდისთვის დიდი დანაკლისი იქნება.

ევრო 2025-ის მესამე ტურში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები პორტუგალიას ტრენჩინის სტადიონზე 17 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე შეხვდება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „სალიმ გამომიცხადა, რომ...“ - რატომ დაანება გიორგი ჯობავამ თავი ქორწილების გადაღებას?

⭕„მოსალოდნელია კვლავ ხანმოკლე წვიმა და ელჭექი...“ - ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძესგან

⭕ ლუკა მაისურაძე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია

წყარო: 1tv.ge