Digest Logo

საკადრო ცვლილებები მთავრობაში - ცნობილია, რა თანამდებობაზე დაინიშნებიან მამუკა მდინარაძე, გეკა გელაძე და სულხან თამაზაშვილი

1776781035
სულხან თამაზაშვილი

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს“, - ამის შესახებ მთავრობაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მდინარაძეს ასევე დაეკისრება ვიცე-პრემიერის მოვალეობა.

მდინარაძე მანამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამდებობას იკავებდა.

გეკა გელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას დაიკავებს.

აქამდე გეკა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას დაიკავებს ბატონი სულხან თამაზაშვილი, მას მინდა გადავიხადო, მადლობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოზიციაზე ძალიან წარმატებული საქმიანობისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ათი წელი მაცხოვრეს იმ ფიქრით, რომ მქონდა გაფანტული სკლეროზი და სულ სხვა რამ აღმოჩნდა...“ - რას ამბობს ეკა კვალიაშვილი

პაპი ფრანცისკეს გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა - რა ვიცით მის ვიზიტზე საქართველოში

რას ნიშნავს მოწამებრივი ღვაწლი - თეოდორე გიგნაძის განმარტება