Digest Logo

🎥 საკუთარი ხელით შექმნილი შუქნიშანი, რობოტი საწმენდი და ჰიდტოელექტროსადგური - გაიცანით, პატარა გამომგონებელი გორიდან

1737011508
გიორგი პარკაძე

8 წლის ასაკში საკუთარი ხელით შექმნილი მინიატიურული ჰიდროელექტროსადგური, შუქნიშანი, რობოტი საწმენდი და საოცნებო პროფესია - გაიცანით, პატარა გამომგონებელი გიორგი პარკაძე გორიდან, რომლის შესახებ სიუჟეტი გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ მოამზადეს:

„ეს არის ჩემი იარაღები. ეს არის ჰიდროელექტროსადგური, რომელიც მე გავაკეთე. აქვს ჩასართავი და ირთვება ტელეფონით. მამიკო ინჟინერი არის და მეხმარება. როცა კითხვები მაქვს მამიკოს ვეკითხები, ამ დროს ძალიან ბედნიერი ვარ. მიყვარს მათემატიკა - მიმატება, გამოკლება, გამრავლება, გაყოფა. ასევე დავდივარ ცეკვაზეც და ყველაზე ძალიან მიყვარს აჭარული. ჩემი ოცნებაა ჰიდროელექტროსადგური ავაშენო“, - ამბობს გიორგი პარკაძე.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 16 იანვარი ლეგენდარული ოთარ მეღვინეთუხუცესის დაბადების დღეა

⭕არის თუ არა ასტროლოგია მკითხაობა? - ხათუნა ნოელი გამომწერებს პასუხობს

⭕„აღარ გვყავს სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული ქეთევან ნაკაშიძე“ - ცნობილი ჟურნალისტი გარდაიცვალა