Digest Logo

„სამაშველო ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა და ამ ეტაპზეც აქტიურად მიმდინარეობს“ - თემურ მღებრიშვილი

1694246751
მღებრიშვილიმღებრიშვილი

გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით სამაშველო ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა და ამ ეტაპზეც აქტიურად მიმდინარეობს.

„მაშველების მიერ უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 62 მოქალაქე, როგორც ნავების დახმარებით, ისე ფეხით და ავტოსატრანსპორტო საშუალებით.

ამ წუთებშიც მიმდინარეობს მსგავსი ღონისძიებები.

მობილიზებულია, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები. მობილიზება გაკეთებულია, როგორც მძიმე ტექნიკის, ასევე მეხანძრე-მაშველების მიმართულებით.

ვერტმფრენის საჭიროება თუ კი დადგება მზად ყოფნაში ვართ“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

„არასოდეს ვიფიქრებდი, რომ ამას დავწერდი…“ - გიორგი მღებრიშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

„ფოთიდან წამოვიდა, რადგან ლანჩხუთის მხრიდან დაკეტილი იყო ხიდის გამო. გამოვასწარით ურეკს“ - რას წერს ოტია იოსელიანის რძალი

ცნობილია, გურიაში ტრაგიკულად დაღუპული მეორე ბავშვის ვინაობა