Digest Logo

სამი ქართველი მორაგბე საფრანგეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს

1759166452
სამი ქართველი მორაგბე

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგიოთ მეორე დივიზიონის (PRO D2) მეხუთე ტურის სიმბოლურ გუნდში სამი ქართველი მორაგბე – თორნიკე ჯალაღონია („პროვანსი“), ვანო კარკაძე („ოიონა“) და ლაშა მაჭარაშვილი („აჟენი“) დაასახელეს.

„პროვანსმა“ შინ დიდი ანგარიშით დაამარცხა „დაქსი“ – 42:15. ჯალაღონია ძირითად შემადგენლობაში იყო და 65 წუთი ითამაშა. პროვანსელებს მიმდინარე გათამაშებაში ორ მოგება აქვთ და 12 ქულით მე-9 ადგილზე არიან.

ვანო კარკაძის, ლუკა მატკავასა და ვასილ ლობჟანიძის „ოიონამ“ საკუთარ მოედანზე „ვალანსი“ დიდი ანგარიშით დაამარცხა – 55:8.

ამ შეხვედრაში კარკაძემ ლელო დადო, მატკავამ კი სამი ზუსტი გარდასახვა შეასრულა.

ლაშა მაჭარაშვილისა და ომარ ოდიშვილის „აჟენმა“ საკუთარ მოედანზე „ბეზიეს“ 21:10 სძლია. მაჭარაშვილმა შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 52-ე წუთზე შეცვალეს.

„კოლომიე“ და „აჟენი“ 18-18 ქულით პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ აღმაშენებლის ხეივნის მე-15 კილომეტრზე დაგეგმილი სამუშაოების გამო საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

⭕ერთი ფინჯანი ყავა $680-ად - სად იყიდება მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ყავა?

🎥 სოსისები, ძეხვები, “ნაგეთსები” - როგორ მივხვდეთ, რომელია უსაფრთხო? - ირაკლი არაბულის რჩევები

წყარო: 1tv.ge