Digest Logo

🎥 „სამკუთხედი, რომელიც ამყარებს მიზნებსა და შედეგებს...“ - ირინე აღაპიშვილის ტექნიკები, რომლებიც მოტივაციის გაძლიერებაში და ფულის მოსაზიდად გვეხმარება

1739963770
ირინე აღაპიშვილი

შთაბეჭდილებების ზარდახშა და ფულის სამკუთხედი, როგორ გავაძლიეროთ მოტივაცია ფინანსური მიზნების მისაღწევად? - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „პოსტ ალიონი“ ჩინური მეტაფიზიკის სპეციალისტმა, ირინე აღაპიშვილმა ისაუბრა:

„ჩვენ გარეშე არაფერი არ გამოვა. რატომ არ დავეხმაროთ ჩვენ თავს მიზნის მიღწევაში? არსებობს ასეთი ტექნიკა, რომელიც ახლოს დგას „ტოიოტას“ დამფუძნებელთან. ტექნიკას ჰქვია „ხუთი რატომ“. ეს არის სამკუთხედი, რომელიც ამყარებს მიზნებსა და შედეგებს. ავიღოთ თეთრი ფურცელი, ხელით დავხაზოთ სამკუთხედი, რომლის პირველი კუთხე არის მიზანი. მნიშვნელოვანია რომ სურვილი და მიზანი იყოს კონკრეტული. მეორე კუთხეში ვწერთ რისთვის გვინდა ეს სურვილი. მესამე კუთხე უნდა დავნომროთ, და უნდა ჩამოვწეროთ რისთვის ან რატომ გვჭირდება ესა თუ ის ნივთი თუ მატერიალური კეთილდღეობა. უნდა შევიგრძნოთ, რომ გვაქვს და ვიფიქროთ რისი მომტანია ეს მიზანი ჩვენთვის.

მოტივაცია არ უნდა დავკარგოთ არც ერთ შემთხვევაში, უნდა შევინარჩუნოთ კარგი ხასიათი, ღიმილი და უნდა ვიშრომოთ მიზნის მისაღწევად. ეს არის მიზნის ქილა, რომელშიც მოთავსებულია სურვილები. ყოველ დღე ვიღებთ ფურცელს და ვწერთ იმას, თუ რა გვინდა გავაკეთოთ ამ წელს“, - ჰყვება ირინე აღაპიშვილი.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „მინდა ჩემს გვერდით იყო, არა იმიტომ რომ გამაბედნიერო, არამედ ჩემი ბედნიერება გაგიზიარო...“ - რატომ ვცოცხლობთ დიდხანს, როცა დიდი სამეგობრო წრე გვყავს?

🎥 „არ ბერდება, ტყუილია ეს...“ - როგორ აღიქვამენ სიყვარულს ცნობილი კაცები?

⭕Amazon-ზე „ქალწულობის აღმდგენი“ ჩხირები გამოჩნდა - მარკეტინგული ხრიკი თუ სინამდვილე?