Digest Logo

„სანამ ვნათლავთ, სანამ ვინათლებით, სანამ მართლად ვადიდებთ ღმერთს, ვერავინ და ვერაფერი მოგვერევა!“ - ხათუნა ხოფერია

1705670887
ხათუნა ხოფერია

მართლმადიდებლური სამყარო, 19 იანვარს ნათლისღებას აღნიშნავს. ნათლისღება, თორმეტ საუფლო საეკლესიო დღესასწაულთაგან ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული დღესასწაულია. სახარების მიხედვით, ეს დღესასწაული უკავშირდება მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლის მიერ მაცხოვრის ნათლისღებას, ანუ მონათვლას, სწორედ ამ დღიდან იღებს სათავეს ნათლობის წესი და საეკლესიო პირველი საიდუმლო.

აღნიშნულ საუფლო დღესასწაულს ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია იორდანიიდან ეხმაურება და წერს, რომ „სანამ ვნათლავთ, სანამ ვინათლებით ვერავინ და ვერაფერი მოგვერევა!“

„ნათლისღების სასწაულებით აღსავსე დღეს გილოცავთ! 

სამჯერ ჩავედი მდინარე იორდანეში და სამჯერ ვეზიარე, უფლის წყალობით, ამ დიდ ბედნიერებას!

დღევანდელ დღემდე თუ მოვედი, თუ გადავრჩი და თუ რაიმე მფარველობას ვგრძნობ, ეს ნათლის, ნათლობის დიდი საიდუმლო ზიარებაა!

სანამ ვნათლავთ, სანამ ვინათლებით, სანამ მართლად ვადიდებთ ღმერთს, ვერავინ და ვერაფერი მოგვერევა!

„რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღებიენ და ქრისტე შეგვიმოსიეს”… ალელუია!

დიდება უფალს!

მადლობა ქრისტეს სხეულს - ქართულ ეკლესია!

მადლობა ჩვენ მხცოვან, ამაგდარ პატრიარქს!

მადლობა ნათლიებს, ნათლულებს, მირონის მცხებლებსა და მირონცხებულებს!

გილოცავთ!“,- წერს ხათუნა ხოფერია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵 ვინ უნდა მიულოცოს ნათლისღება პირველმა - ნათლიამ თუ ნათლულმა?

🔵 „პური - 10 ლარი, ხინკალი - 84 ლარი… გუდაურს დღეს ტურისტი აღარ ჰყავს!“ - რას წერენ მოქალაქეები საკურორტო ზონაში გაზრდილ ფასებზე

🔵 „ძალიან კარგი თუ ხაჭაპური 45 ლარი ღირს გუდაურში… უკაცრავად, მაგრამ „საწყალი“ არავინ ისვენებს სეზონზე გუდაურში“ - დათო ლიკლიკაძე