Digest Logo

სანდრო მამუკელაშვილი კარიერას „ლოს-ანჯელეს ლეიკერსში“ გააგრძელებს

1782984493
სანდრო მამუკელაშვილი

გავლენიანი ამერიკული გამოცემების ინფორმაციით, ქართველი კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი კარიერას „ლოს-ანჯელეს ლეიკერსში“ გააგრძელებს! ESPN ადასტურებს, რომ მხარეებს შორის ყველაფერი შეთანხმებულია და 27 წლის ქართველი კალათბურთელი ლეიკერსთან 4-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს, მისი წლიური ანაზღაურება კი $13 მილიონი იქნება.

სანდრო მამუკელაშვილმა „ტორონტო რეპტორსი“ გასული სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა.

ქართველი კალათბურთელის დამატებას NBA-ის სხვა კლუბებიც ცდილობდნენ, თუმცა მამუკელაშვილს კარიერის გაგრძელება მხოლოდ „ლეიკერსში“ სურდა.

მამუკელაშვილს ახალ კლუბში უკვე ელოდებიან, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.

 ასევე დაგაინტერესეთ:

🎥 „ქალის არც ჰორმონალურ არც სქესობრივ ცხოვრებაში არ იღებს მონაწილეობას“ - ნინო ჩოგოვაძე საშვილოსნოს შესახებ მითებზე

⭕ „მოეფერეთ საყვარელ ადამიანს“ - 2 ივლისის ენერგიები

⭕ „შენ გგონია, რომ ღმერთთან კავშირს ამყარებ და სინამდვილეში პირიქითაა…“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე