Digest Logo

სანდრო მამუკელაშვილის 22 ქულით „ტორონტომ“ „პორტლენდი“ დაამარცხა

1769247779
სანდრო მამუკელაშვილი

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 27-ე მატჩი მოიგო სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“. კანადელებმა „პორტლენდი“ სტუმრად 110:98 დაამარცხეს.

გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა ქართველმა ფორვარდმა, რომელმაც 35 წუთში 22 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მამუს ანგარიშზე 6-დან 3 სამქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო და 9-დან 6 ორქულიანია.

22 ქულით სანდრო „ტორონტოს“ ბომბარდირი გახდა, 20-20 ქულა ჰქონდათ ქუიქლისა და ინგრემს.

46 მატჩიდან 27 მოგებით „რეპტორსი“ აღმოსავლეთის კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა. მომდევნო მატჩს 26 იანვარს „ოკლაჰომასთან“ სტუმრად გამართავს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მეოთხე კლასში ვიყავი როცა რვეულში დავწერე - მე მინდა გამოვიდე კაპიტანი...“ - ნათია ლაბაძე

🎥 „იუთუბმა“ ყველა ვიდეო წაგვიშალა სამის გარდა“ - ცნობილი ქართველი „იუთუბერები“ ვიდეომიმართვას ავრცელებენ

⭕„განკითხვა: ტვინის „იაფი ნარკოტიკი“... რატომ გვსიამოვნებს სხვისი შეცდომები...“ - რას წერს რამაზ გიგაური

წყარო: 1tv.ge