„საქართველომ ისტორია დაწერა და ევრო 2024-ზე პორტუგალიასთან გამარჯვებით პირველ მსხვილ სატურნირო ეტაპს მიაღწია“, - ასე ეხმაურება BBC ევრო 2024-ზე საქართველოს წარმატებულ დებიუტს.
„პორტუგალია შოკირებული იყო იმით, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ დიეგო კოშტას კარი მეორე წუთზე აიღო. მოსალოდნელიც იყო, რომ აუტსაიდერი საქართველო მოედანზე არ დომინირებდა, თუმცა საკუთარ შანსებს ბრწყინვალედ იყენებდა, ფოლადის დაცვას ახვედრებდა მეტოქეს, პორტუგალიელებს სივრცეებს უზღუდავდა და კონტრშეტევის შანსს ელოდა. ბურთის ფლობის თვალსაზრისით პორტუგალია დიდ უპირატესობას ფლობდა, თუმცა ქართველებმა გააკეთეს, რაც მოეთხოვებოდათ და მერვედფინალში გავიდნენ“,- წერს BBC.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრები დაამარცხა და სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც არანაკლები გამოცდა ელოდება - ჩვენი მეტოქე 30 ივნისს ესპანეთის ნაკრები იქნება.
ასევე დაგაინტერესებთ: