Digest Logo

საქართველოს 2024 წლის მოსახლეობის აღწერის წინასწარი შედეგები ცნობილია

1750838619
მოსახლეობის აღწერის წინასწარი შედეგები

საქართველოს 2024 წლის მოსახლეობის აღწერის წინასწარი შედეგები ცნობილია. საქსტატის ცნობით, წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც 2 მილიონ 078 ათასი (53%) ქალია, ხოლო 1 მილიონ 836 ათასი (47%) - კაცი.

„მოსახლეობის აღწერის შედეგების მიხედვით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, 2 423 ათასი კაცი (62%) ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში, ხოლო 1 491 ათასი კაცი (38%) - სოფლად. რეგიონების მიხედვით, საქალაქო დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის წილი, ქ. თბილისის გარდა, მაღალია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (66%), რაც განპირობებულია ქ. ბათუმის მოსახლეობის მაღალი რიცხოვნობით, ხოლო შედარებით დაბალია მცხეთა-მთიანეთის (20%), კახეთის (21%), რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის (24%) რეგიონებში”, - ვკითხულობთ საქსტატის ინფორმაციაში.

ამავე მონაცემების მიხედვით, თბილისში ცხოვრობს მოსახლეობის 34% პროცენტი. მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით მეორე და მესამე ადგილს იკავებენ იმერეთის და ქვემო ქართლის რეგიონები, რომლებზეც მოდის შესაბამისად მოსახლეობის 12.9% და 11.2%.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ 25 ივნისი ახალმთვარეობაა - რა რეკომენდაციები და რიტუალები უნდა შევასრულოთ ამ დღეს?

⭕ „ბავშვობიდან ჩემი კერპია...“ - გიორგი ქოჩორაშვილმა საყვარელ ფეხბურთელზე ისაუბრა

🎥 რა გავლენას ახდენს სტრესი კანზე? - ზაზა თელიას განმარტება